სონი ბილი ვილიამსის არჩევანი

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა "ოლ ბლექსის" ყოფილ შუამარბ სონი ბილ ვილიამსს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა.

ის ამჟამად სიდნეის "რუსტერსის" რაგბის ლიგის გუნდში ასპარეზობს, რომელიც ავსტრალიის ჩემპიონატის ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ სონი ბილ ვილიამსი რაგბის ლიგიდან რაგბიში 2008 წელს გადაბარგდა. მან ჰემილთონის "ჩიფსის" შემადგენლობაში 2012 წელს ზე რაგბის გათამაშება მოიგო, ერთი წლით ადრე კი ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა.

საიმისოდ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობა შეძლოს, სონი ბილმა კონტრაქტს ხელი ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან 2013 წლის დასაწყისში
უნდა მოაწეროს.

ამასთან ერთად, ვილიამსს სურვილი აქვს, 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებშიც მიიღოს მონაწილეობა ახალი ზელანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში.

"ჩვენ უკვე მივმართეთ სონი ბილ ვილიამსის მენეჯერს წინადადებით, რათა მისმა კლიენტმა ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

მოლაპარაკებას დიდი ხანია ვაწარმოებთ და, ვფიქრობთ, ეს დიალოგი დადებით შედეგს მოგვიტანს. ძალიან გვინდა, სონი ბილი რაგბიში დაბრუნდეს და ჩვენთან ერთად იბრძოლოს მწვერვალების დასაპყრობად" - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული