მორაგბემ ბრაიან ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი ვინგერი ბრაიან ჰაბანა სპორტის ამ სახეობაში უსწრაფეს ადამიანად ითვლება, მაგრამ რამდენად სწრაფია ის, როცა საქმე... თვითმფრინავთან გაჯიბრებას ეხება?

როგორც აღმოჩნდა, ჰაბანა ქურციკივით სწრაფია, მან "ეერბასს" გაასწრო.

ჰაბანა 30 წლისაა და ახლა "ტულონში" თამაშობს. მას სურდა ჩვენება, რომ სისწრაფე არსად დაუკარგავს და ახალგაზრდულად მარდია.

სხვათა შორის, სასტარტო დროშა (რომელიც სამხრეთ აფრიკის დროშის ფერებში იყო) მიკ ჯაგერის ქალიშვილმა ჯორჯია მეიმ ააფრიალა.

უკეთესი სტარტის წყალობით ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ფეხბურთელი :D
http://www.youtube.com/watch?v=gwehyLYSRwE
paata
18:45 04-08-2013
0
მგონი გასაკვირი არაა თავიდან 400 ტონიან თვითმფრინავს თუ გაასწრო. ვინც ცოტა გარკვეულია ავიაციაში ამას სერიოზულად ვერ შეხედავს. :D
0

სიახლეები პოპულარული