"ლე ბლო" ისევ "სტად დე ფრანსზე" ითამაშებს

AutoSharing Option
საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ ახლახან ხელშეკრულება გააფორმა კონსორციუმთან, რომელიც სენ დენიში მდებარე სტადიონს, "სტად დე ფრანსს" მართავს. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ოთხი წლის განმავლობაში საფრანგეთის რაგბის ფედერაცია "სტად დე ფრანსის" მმართველ კონსორციუმს 23 მილიონ ევროს გადაუხდის. სამაგიეროდ, ოთხი წლის განმავლობაში ამ სტადიონზე "ლე ბლოს" 20 მატჩი უნდა გაიმართოს.

იჯარის ამოწურვის სავარაუდო თარიღი 2017 წლის ივნისია. წლეულს ფრანგები "სტად დე ფრანსზე" ორ მატჩს გამართავენ. ნოემბრის ტესტებზე "ლე ბლო" სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს უმასპინძლებს.

გრაფიკი ისეა შედგენილი,
რომ ერთი თამაში საფრანგეთის რაგბის ფედერაციას თადარიგში რჩება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანგებს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ევროთასების ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "ჰაინეკენის თასის" ფინალის გამართვა "სტად დე ფრანსზე" სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული