დევიდ ბექჰემი რაგბით დაინტერესდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "ბიარიცის" მესამეხაზელმა იმანოლ არინორდოკმა ბასკეთის ზღვისპირა ქალაქ ბიარიცში რაგბის საზაფხულო კემპი მოაწყო, რომელსაც ყველასთვის მოულოდნელად ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექჰემი ეწვია.

ცხადია, ამ ამბავმა კემპის მონაწილეები გაახალისა. მათ ბექჰემთან ოვალური ბურთით თამაშით იჯერეს გული.

აღსანიშნავია, რომ დევიდს კარგი ურთიერთობა აქვს თავის თანამემამულე ჯონი ვილკინსონთან, რომელთან ერთადაც რამდენიმე სარეკლამო ეპიზოდი ჩაწერა რაგბისა და ფეხბურთის თემაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული