ტობი ფლუდი და მანუ ტუილაგი დაბრუნდნენ

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა ეროვნულ გუნდში მგეზავ ტობი ფლუდს და შუამარბ მანუ ტუილაგის უხმო, რომლებმაც ტრავმები ახლახანს მოირჩინეს.

"პომები" 25 თებერვალს შინ ეთამაშებიან ექვსი ერის გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტ- უელსის ნაკრებს. ლანკასტერმა ნაკრების მოთმაშეები კლუბებში არ გაუშვა და საწვრთნელ ბაზაზე-ენჰილში მომავალი ბატალიებისთვის ამზადებს.

ერთადერთი მორაგბე, რომელიც ინგლისელთა თავკაცმა კლუბს დაუთმო "სტად ფრანსეს" მოთამაშე ტომ პალმერია, რომელიც მომავალ უქმეებზე "ტულონთან" თამაშის შემდეგ ისევ ნაკრებს დაუბრუნდება.

რაც შეეხება ფლუდს და ტუილაგის, მათ გასულ უქმეებზე საკუთარ კლუბებში თამაში უკვე მოასწრეს და
ახლა, ყველაფერს იღონებენ ძირითად შემადგენლობაში დაიბრუნონ ადგილი.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: მარის ბოთა, კალუმ კლარკი, ალექს კორბისიერო, დენ კოლი, ტომ კროფტი, ფილ დოუსონი, დილან ჰარტლი, კორტნი ლავი, ჯო მარლერი, ლი მეარსი, ბენ მორგანი, ჯეფ პერლინგი, კრის რობშო, მეტ სტივენსი, ტომას ვალდრომი, რობ ვებერი.
უკანა ხაზი: კრის ეშტონი, ბრედ ბარიტი, მაიმ ბრაუნი, ლი დიქსონი, ოუენ ფარელი, ტობი ფლუდი, ბენ ფოდენი, ჩარლი ჰოჯსონი, ჯო სიმპსონი, ჩარლი შარპლსი, დევიდ სტრიტლი, მანუ ტუილაგი, ჯორდან ტერნერ-ჰალი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული