უელსი მეორე ტაიმში შეუჩერებელია

AutoSharing Option
ევროპაში გამეფებულმა ცივმა, სუსხიანმა ზამთარმა კვალი ექვსი ერის გათამაშებასაც დაატყო. მეორე ტურის ერთი შეხვედრა პარიზში, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებებს შორის გადაიდო.

მიუხედავად იმისა, რომ "სტად დე დრანსზე" ერთი კვირის წინ იტალიასთან გამართული მატჩის შემდეგ მოედანს ბრეზენტი გადააფარეს და ხელოვნური გათბობაც მუდამ ჩართული იყო, მინდორი სათამაშოდ ვარგისიანი არ აღმოჩნდა.

მატჩის ინგლისელმა არბიტრმა დეივ პირსონმა ჩათვალა, რომ მოედნის გრუნტი იმდენადაა მოყინული და გამაგრებული, რომ მორაგბეების მძიმედ დაშავების საშიშროება ძალიან დიდია. ამიტომ მ
ან მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.

ექვსი ერის გათამაშების დებულების თანახმად მატჩი ან მომავალ უქმეებზე უნდა გაიმართოს, ან მომდევნო სამი კვირის განმავლობაში. თუმცა საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ თხოვნით მიმრთა IRB-ს ეს შეხვედრა სეზონის ბოლოსთვის გადაეტანა. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დარნარჩენი ორი შეხვედრა კი მართლაც ძალიან საინტერესო გამოდგა. უელსის ნაკრებმა, კარდიფში, "მილენიუმზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 27:13 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "სკოტებმა" პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გასწიეს და ორივე გუნდმა მხოლოდ თითო-თითო საჯარიმოს გატანა მოახერხა - 3:3.

უელსელები "ნარშავებს" მეორე ტაიმის დასაწყისში თავს გრიგალივით დაატყდნენ და 16 წუთში უკვე 27:6 უგებდნენ. დროის ამ მონაკვეთში მასპინძელთა ფულბეკმა ლეიგ ჰალპფენმა გაიბრწყინა, რომელმაც მეტოქეს ორი ლელო, სამი გარდასახვა და ერთი საჯარიმო გაუტანა (22 ქულა).

შოტლანდიერლთა მხრიდან გამორჩეული მგეზავი გრეგ ლაიდლოუ იყო, რომლის ანგარიშზეც 13 ქულაა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო).

სენსაციამდე ცოტა დააკლდა იტალიის ნაკრებს, რომელიც რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" ინგლისის ნაკრებს მასპინძლობდა. "სკუადრა აძურამ" პირველ ნახევარში მრსიხანე მეტოქეს ორი ლელო დაუდო და მატჩი 12:6 მოიგო.

თუმცა შესვენების შემდეგ "პომებმა" მაინც იმძლავრეს. მგეზავის, ჩარლი ჰოჯსონის ლელო შუამარბმა ოუენ ფარელმა გარადასხა, მანვე მონაგარს კიდევ ორი საჯარიმო მიუმატა, რაზეც იტალელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოთი უპასუხეს. არადა მათმა მგეზავმა, კრისტოფერ ბარტონმა ხელსაყრელი პოზიციიდან ორი საჯარიმო ვერ გაიტანა.

რაგბი. ექვსი ერი
საფრანგეთი-ირლანდია (გადაიდო)

უელსი-შოტლანდია 27:13
უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი. 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრისტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთლინ ჯენკინსი, 2. ჰიუ ბენეტი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. რაიან ჯონზი, 5. იან ევანსი, 6. დენ ლიდიატი, 7. აარონ შინგლერი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. კენ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ლუ რიდი, 19. ენდი პოუელი, 20. ლოიდ ვილიამსი, 21. ჯეიმზ ჰუკი, 22. სკოტ ვილიამსი.
3ლ: კატბერტი, ჰალპფენი (2). 3გ,2ს: ჰალპფენი.

შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. ლი ჯოუნზი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. შონ ლამონტი, 11. მაქსი ევანსი, 10. გრეგ ლაიდლოუ, 9. კრის კაზიტერი. 1. ალან იაკობესნი, 2. როს ფორდი, 3. ჯეფ კროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალექსანდრ სტროკოში, 7. როს რენი, 8. დევიდ დენტონი.
16. სკოტ ლაუსონი, 17. ედ კალმანი, 18. ალისტერ კელოკი, 19. ჯონ ბარკლი, 20. მაიკ ბლერი, 21. დუნკან წეირი, 22. სტიურატ ჰოგი.
ლ,გ,2ს: ლაიდლოუ.
მსაჯი: რომან პუატი (საფრანგეთი)

იტალია-ინგლისი 15:19
იტალია: 15. ანდრეა მასი, 14. ჯოვანი ვენდეტი, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. გონსალო კანალე, 11. ლუკ მაკლინი, 10. კრისტოფერ ბარტონი, 9. ედუარდო გორი. 1. ანდრეა ლო ჩიჩერო, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. მარკო ბორტოლამი, 5. ქუენტინ გელდენჰაუზი, 6. ალესანდრო ძანი, 7. რობერტო ბარბიერი, 8. სერჯო პარისე.
16. ტომაზო დაპიკე, 17. ლორენცო ჩიტადინი, 18. ანტონიო პავანელო, 19. მაურო ბერგამასკო, 20. ფაბიო სემენცატო, 21. ტობიას ბოტეს, 22. ლუკა მორისი.
2ლ: ვენდიტი, ბენვენუტი. გ,ს: ბარტონი.

ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. ბრედ ბარიტი, 12. ოუენ ფარელი, 11. დევიდ სტრიტლი, 10. ჩარლი ჰოჯსონი, 9. ბენ იანგზი. 1. ალექს კორბისიერო, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. მორის ბოთა, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. კრის რობშოუ, 8. ფილ დოუსონი.
16. რობ ვებერი, 17. მეთ სტივენსი, 18. ჯეფ პერლინგი, 19. ბენ მორგანი, 20. ლი დიკსონი, 21. ჯორდან ტერნერ-ჰალი, 22. მაიკ ბრაუნი.
ლ: ჰოჯსონი. 4ს,გ: ფარელი.

სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 4 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. საფრანგეთი - 2, 4. შოტლანდია - 0, 5. იტალია - 0, 6. ირლანდია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული