ექვსი ერი: ფავორიტებმა გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტების გამარჯვებით დაიწყო. საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში "სტად დე ფრანსზე" "სკუადრა აძურას" უმასპინძლა და შარშანდელი მარცხის გამო რევანში აიღო - 30:12.

უნდა აღინიშნოს, რომ საწყის 20 წუთში იტალიელებმა მასპინძლებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. ანგარიში ამ დროისთვის თანაბარი იყო - 3:3. ფრანგებმა მეტოქის დაცვის შეცდომა კარგად გამოიყენეს. შუამარბმა ორელიან რუჟერიმ დროული გადაცემა მიიღო ქართული წარმოშობის ცხრა ნომერ დიმიტრი იაშვილისაგან და ფრანგთა ლელოების ანგარიში გახსნა. "ლე ბლომ" ჯამში მატჩში ოთხი ლელო გაიტანა.

საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა შეხვედრა
ედინბურგში, სადაც შოტლანდიის ნაკრებმა მნიშვნელოვნად გადახალისებულ ინგლისის ეროვნულ გუნდთან წააგო - 13:6. გადამწყვეტი ამ შეხვედრაში "პომების" მგეზავის ჩარლი ჰოჯსონის მიერ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი ლელო გამოდგა.

საფრანგეთი-იტალია 30:12
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ვინსან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. დიმიტრი იაშვილი. 1. ვენსან დებატი, 2. ვილიამ სერვა, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. ლიონელ ნალე, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. ლუის პიკამოლი.
16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ჟან-ბატისტ პუ, 18. იოან მაესტრი, 19. იმანოლ არინორდოკი, 20. მორგან პარა, 21. ლიონელ ბუქსი, 22. მაქსიმ მერმოსი.
4ლ: რუჟერი, მალზიო, კლერი, ფოფანა. 2ს,2გ: იაშვილი.
იტალია: 15. ანდრეა მასი, 14. ჯოვანი ვენდიტი, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. ალბერტო სგარბი, 11. ლუკ მაკლინი, 10. კრისტოფ ბარტონი, 9. ედუარდო გორი. 1. ანდრეა ლო ჩიჩერო, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. კორნელიუს ფან ზილი, 5. ქუენტინ გელდენჰაუზი, 6. ალესანდრო ძანი, 7. რობერტო ბარბიერი, 8. სერჯო პარისე.
16. ტომაზო დაპიკე, 17. ლორენცო ჩიტადინი, 18. მარკო ბორტოლამი, 19. სიმონე ფავარო, 20. ფაბიო სემენცატო, 21. ტობიას ბოტესი, 22. გონსალო კანალე.
3ს,: ბარტონი (2), ბოტესი. ა: ბარტონი.
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

შოტლანდია-ინგლისი 6:13
შოტლანდია: 15. რორი ლამონტი, 14. ჯო ჟოუნზი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. შონ ლამონტი, 11. მაქს ევანსი, 10. დენ პარქსი, 9. კრის კაზიტერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ალასდაირ სტროკოში, 7. როს რენი, 8. დევიდ დენტონი.
16. სკოტ ლაუსონი, 17. ჯოფ გროსი, 18. ალისტერ კელოკი, 19. ჯონ ბარკლი, 20. მაიკ ბლერი, 21. გრეგ ლაიდლოუ, 22. გრემ მორისონი.
2ს: პარქსი
ინგლისი: 15. ბენ ფოდენი, 14. კრის ეშტონი, 13. ბრედ ბარიტი, 12. ოუენ ფარელი, 11. დევიდ სტრიტლი, 10. ჩარლი ჰოჯსონი, 9. ბენ იანგზი. 1. ალექს კორბისერო, 2. დილან ჰარტლი, 3. დენ კოლი, 4. მორის ბოთა, 5. ტომ პალმერი, 6. ტომ კროფტი, 7. კრის რობშო, 8. ფილ დოუსონი.
16. რობ ვებერი, 17. მეთ სტივენსი, 18. ჟოფ პარლინგი, 19. ბენ მორგანი, 20. ლი დიქსონი, 21. ჯორდან ტერნერ-ჰალი, 22. მაიკ ბრაუნი.
ლ: ჰოჯსონი. 2ს,გ: ფარელი
მსაჯი: ჯორჯ კლანსი (ირლანდია)

ირლანდია-უელსი 21:23

სატურნირო მდგომარეობა
1. საფრანგეთი - 2 ქულა, 2. ინგლისი - 2, 3უელსი - 2 ქულა, 4. შოტლანდია - 0, 5. იტალია - 0. 6.ირლანდია - 0 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული