სამხედროებს შორის ლელოს ტურნირი გაიმართა, რომელიც ტრადიციული გახდება

AutoSharing Option
26 მაისს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის ლელოს ტურნირი გაიმართა. თამაშები IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების I და V ქვეითი, IV მექანიზებული, ასევე, I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობდნენ.

ტურნირს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ლელოს საფინალო შეხვედრა I საარტილერიო და V ქვეით ბრიგადებს შორის გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი I საარტილერიო ბრიგადა გახდა.

ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლელო ყოველი წლის 26 მაისს გაიმართება.

Sportall.Ge

Sportall.Ge
საქ .ლელოს ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული