მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა - მამუკა გორგოძე "მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურში

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მამუკა გორგოძემ შესანიშნავად ითამაშა. ის მოედანზე ბრწყინვალედ აზროვნებს. მისი თამაშის ხილვა ერთი სიამოვნებაა", - თქვა "კლერმონთან" მატჩის შემდეგ "ტულონის" არგენტინელმა მესამეხაზელმა ხუან ფერნანდეს ლობემ.

შეხვედრა ფრანგული რაგბის ორ გრანდს შორის კლერმონში გაიმართა და ტულონელთა გამარჯვებით დამთავრდა - 35:9. სტუმრებმა მეტოქე, რომელიც საკუთარ მოედანზე ძალზე იშვიათად აგებს, თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს.

მამუკა გორგოძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

აი, რას წერს მასზე ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი": "ლობე, ვერმულენი, გორგოძე - ეს "ტულონის" მეფური მესამე ხაზია. გორგოძემ კი ამ შეხვედრაში იდეალურად
ითამაშა. თუ წინა სეზონი მამუკასთვის სათანადოდ კარგი არ გამოვიდა, ამჟამად ბრწყინვალე ფორმაშია და კონტაქტურ თამაშში შეუდარებელია".

აღსანიშნავია, რომ "მიდი ოლიმპიკმა" სამივე მესამეხაზელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

"ტულონის" რიგებში სამივე ქართველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. კონსტანტინე მიქაუტაძე 48-ე წუთზე შეცვალეს, ლევან ჩილაჩავამ მოედანი რვა წუთის შემდეგ დატოვა, გორგოძემ მასზე 13 წუთით მეტი ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო "კლერმონის" შერკინების ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს; ვიქტორ კოლელიშვილი ტრავმირებულია.

წაგების მიუხედავად, გათამაშებას 29 ქულით ისევ "კლერმონი" ლიდერობს. "ტულონი" მას ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შAდ სჰეიზლება ცჰანაცერს Vუკურო?
Zviad
22:01 01-12-2015
0
გორგოძესთან ერთად ჩილაჩავაც საუკეთესო იყო. მე ვნახე ეს თამაში და შეგიძლიათ მენდოთ. წარმატებები ჩვენს ბიჭებს
აკო
13:33 01-12-2015
0

სიახლეები პოპულარული