გადაწყდა: "ბორჯღალოსნები" ივნისში სტუმრად ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 25 ივნისს სუვაში,  "ეიენზე სთედიუმზე" ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. იქამდე კი ფიჯელები, 11 ივნისს ტონგას ნაკრებს, ერთი კვირის თავზე კი სამოას დაუპირისპირდებიან.

უნდა ვივარაუდოთ, რომ "ბორჯღალოსნები" 11 ივნისს სამოას, ხოლო 18 ივნისს ტონგას ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან.

You must have Flash Player installed in order to see this player.
ეს ინფორმაცია ვებგვერდზე www.fijitimes.com გავრცელდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა ჯონ მაკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები არ იქნება იოლი მეტოქე.

"საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, მსოფლიოს თასზე შარშან შესანიშნავად იასპარეზა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერი შერკინება აქვთ და უყვართ მორკინალებით შეტევები. დერეფანშიც შესანიშნავად ირჯებიან.

ჩვენ ყურადღებით უნდა გავისარჯოთ. შერკინებაში მყარად დავდგეთ, რათა მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ.

ოკეანეთის თასზე, ჩვენ გარდა, სამოა და ტონგა ითამაშებენ. ეს შეხვედრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპია.

მოუთმენლად ველით ცვლილებებს, რომლებსაც ეროვნულ გუნდში განვახორციელებთ. გვინდა, რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე გამოვიძახოთ ეროვნულ გუნდში, რადგან ბევრი, ვინც ახლა თამაშობს, 2019 წლისთვის საკმაოდ მობერებული იქნება", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ფიჯის ეროვნულ გუნდთან თბილისში 2012 წელს ითამაშა და 19:24 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არა მგონია ვინმე დაგვაკლდეს თუ ტრავმებმა არ შეუშალათ ხელი. ეგ თბილისის თასზე იყო როცა ფაქტიურად მეორე ნაკრებით გავდიოდით ივნისში მოწინააღმდეგეებტან, რომლებიც ბ ნაკრებებიტ გვერკინებოდნენ, თორე ახლა სულ სხვა მოცემულობა და გამოწვევაა
ირაკლი აფხაიძე
13:11 23-03-2016
0
მიუხედავად იმისა რომ ძირითადი ბირთვი გვეკლდება და თანაც სტუმრად ვთამაშობთ( რასაც სხვა სპორტებთან შედარებით ათმაგი მნიშვნელობა აქვს რაგბში) მაინც დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ერთხელ შევაზანზარებთ მსოფლიოს ჩვენი შედეგებით და უკანდასახევ გზას აღარ დავუტოვებთ ექვსი ერის მამებს
თემო
12:42 23-03-2016
0
ვახ გენაცვალეთ, როგორც იქნა გვეღირსა ოკეანის ჰავა... არ გავჩერდეთ ამათთან და იაპონიასთან სერიოუზულად ვილაპარაკოთ ერთობლივ ლიგაზე, რაც ადრე დაიძრება ეს საქმე მით უკეთესი რაც მეტი სიტყვა და კომენტარი, ღმერთმა გაახაროს ბატონი მელიტონიც ჩვენთანაა,
Movprinavt
18:34 22-03-2016
0
აბა, თქვენ იცით, ბიჭებო! სამი გამარჯვება კუნძულებზე, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ წაგვადგება!
ნოდარი
18:18 22-03-2016
0
ეს კაი ამბავია, ასეთ გუნდებს თუ ხშირად შევხვდებით პროგრესი არ გაჩერდება. გორგოძეს აზრი ექვს ერთან დაკავშირებით ყველაზე რეალურია, თუმცა ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმუმი, რომ მივიღოთ ის რაც ნაღდად გვეკუთვნეს. ეს არ უნდა გვჭირდებოდეს წესით, მაგრამ ასეთია რეალობა და რას ვიზავთ?!
giorgi
14:38 22-03-2016
0
მსგავსი სიახლეები
სიახლეები პოპულარული