საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის ბოლო მატჩში ნამიბია დაამარცხა

AutoSharing Option
7 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე ბოლო, მეოთხე შეხვედრა გამართა, ნამიბიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 17:16 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს თასზე ორი თამაშის მოგება. "ბორჯღალოსნები" დიდი ალბათობით, ჯგუფს მესამე ადგილზე დაასრულებენ და 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებენ.

ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრაა სათამაშო, ჩვენთვის საყურადღებო კი ახალი ზელანდიისა და ტონგას დაპირისპირებაა. ნაკლებად სავარაუდოა, ტონგამ "ოლ ბლექსის" დამარცხება და ჩვენი გადასწრება შეძლოს.

რაც შეეხება ექსეტერში გამართულ მატჩს, ნამიბიელებმა გახსნეს ანგარიში - 3:0. სანდრო თოდუამ მე-10
წუთზე ლელო დადო, რომელიც ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. ამის შემდეგ ნამიბიელებმა ჯარიმა გამოიყენეს და 6:0 დაწინაურდნენ.

ტაიმის მიწურულს ჯაბა ბრეგვაძე მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა და 10 წუთით გააძევა. ქართველთა მიძალების მიუხედავად ტაიმი 0:6 დასრულდა.

მეორე ტაიმში ჯერ მამუკა გორგოძემ დადო ლელო და მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:6, მერე ლაშა მალაღურაძემ გაიტანა ლელო და კვირიკაშვილმა ისიც გარდასახა. - 14:6.

67-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა - 17:6. ნამიბიელებმა საჯარიმოთივე გვიპასუხეს - 17:9.

74-ე წუთზე ნამიბიელებმა ლელო დადეს, რომელიც გარდასახეს კიდეც - 17:16. თამაშიც ასე დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ მორაგბეებს, მთელ საქართველოს ჩვენი ნაკრების წარმატებულად გამსვლას. მომეჩვენა, რომ ნამიბიასთან ხშირად უნდა გამოგვეყენებინა არეკნით დარტყმები, მატჩი პირდაპირ ითხოდა ამ კომპონენტს. რა ვიცი შეიძლება ვცდები?!
არჩილ ხოფერია
19:21 08-10-2015
0
ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას ! კარგები ხართ და მაგრები ბიჭებო !!!
dave
09:57 08-10-2015
0

სიახლეები პოპულარული