"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, ირლანდიას მოუგეს! []PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთში, ქალაქ მონტობანში გამართულ პირველი რაუნდის (მეოთხედფინალი) შეხვედრაში ირლანდიის თანატოლთა გუნდს, ფრედ 8:8 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, საჯარიმოთა სერიაში სძლიეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
თითოეულ გუნდს 5-5 საჯარიმოს შესრულება დაევალა. პირველი ჯარიმა შოთა არეშიძემ გაიტანა, რასაც ირლანდიელებმაც გატანილით უპასუხეს (1:1). შემდეგ მირიან მოდებაძემ დაარტყა ზუსტად, ირლანდიელმა დამრტყმელმა კი ააცილა (2:1). მესამე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი ჯარიმა დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა. ამ უკანასკნელმა
დაარტყა, ვერ გაიტანა, რითაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს ვძლიეთ და ელიტრაუნდის ნახევარფინალში გავედით!

31 მარტს, ქართველი 18-წლამდელები ტურნირის ნახევარფინალში კარგად ნაცნობ მეტოქეს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც მეოთხედინალში მოულოდნელად უელსს სძლია - 14:13.

საქართველო:
15 მირიან მოდებაძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი გოგოლაძე (26 გიორგი კვესელაძე 60), 12 სანდრო სვანიძე, 11 დავით მესხი; 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე.
1 უშანგ ჭეიშვილი, 2 ზაალ ცქიფურიშვილი (17 ლევან ჭავჭავაძე 36), 3 ლაშა ტაბიძე (კაპ); 4 ბექა საღინაძე, 5 გიორგი ფრიდონიშვილი; 6 სანდრო მამამთავრიშვილი (21 გიორგი ელისაშვილი 68), 7 ილია სპანდერაშვილი (20 ერეკლე მაჭარაშვილი 47), 8 შოთა არეშიძე.
ლ: ჭავჭავაძე;
ჯ: აფრასიძე

ირლანდია:
ლ: 11 ლითლი;
ჯ:
10 ჯონსთონი.
მსაჯი რიძო (იტალია).
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღირსეული ცვლა ეზრდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რაგბში
chiko
12:15 30-03-2015
0
გენაცვალეთ ჯიგრები ხართ... მიდით ბიჭებო იტალიაც დაამარცხეთ რო დავამტკიცოდ 6 ერზე ჩვენც ვიმსახურებთ ადგილს
levani
19:30 28-03-2015
0

სიახლეები პოპულარული