U20. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

31 მაისიდან 18 ივნისამდე მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები თბილისსა და ქუთაისში მსოფლიოს საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო
- 24 მაისიდან ბილეთების გაყიდვა მესხის სტადიონის სალაროებში დაიწყო - ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

- 28 მაისიდან ბილეთების გაყიდვა ქუთაისში, "აია არენას" სალაროებში დაიწყება - ყოველდღე 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

"ავჭალის" სტადიონზე ბილეთები 31 მაისიდან მხოლოდ სამატჩო დღეებში, 11:00 საათიდან სამატჩო დღის ბოლო მატჩამდე გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა ნებისმიერ
დროს შეგიძლიათ ონლაინგვერდზე TKT.ge.

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ იმართება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისსა (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში ("აია არენა"); პლეი-ოფები და ფინალები (13 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში – ავჭალისა და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.

დღის ბილეთის ფასი სტადიონების მიხედვით
ავჭალის სტადიონი
ჯგუფური ეტაპი: 20 ლარი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი);

პლეი-ოფები და ფინალები: 15 ლარი (13 ივნისი და 18 ივნისი);

"აია არენა"
ჯგუფური ეტაპი: 5 და 10 ლარი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი);

მიხეილ მესხის სტადიონი
პლი-ოფები და ფინალები: 5 და 15 ლარი (13 ივნისი და 18 ივნისი);

ყურადღება! საქართველოს ნაკრები პლეი-ოფებს (13 ივნისი) და ფინალებს (18 ივნისი) მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშებს (მიუხედავად დაკავებული ადგილისა).

Sportall.Ge

ტურნირის შესახებ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება. თავდაპირველად მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. 2010 წლიდან მოასპარეზეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა. რეორგანიზაციის შემდეგ საქართველო პირველი მეორე დონის სარაგბო ქვეყანაა, რომელსაც ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება მიეცა.

ტურნირის ისტორია
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ, რაც 2015 წელს მოიგეს შესარჩევი ტურნირი - "მსოფლიო რაგბის" 20-წლამდელთა ალაფა).

პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეი-ოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე იგი პირველი ეტაპის თამაშები უფრო ძვირი ღირს,ვიდრეპლეი ოფი და ფინალები?საინტერესოა,თუმცა გაუგებარი.იქნებ ფედერაციამ აგვიხსნას?
სოსო
10:25 25-05-2017
0

სიახლეები პოპულარული