შერმადინმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ესპანეთის ლიგის თვის MVP მე-13-ედ გახდა

AutoSharing Option
"ლენოვო ტენერიფეს" ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში მარტის MVP გახდა, რითაც ამ ტიტულის თავისივე რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გასულ თვეში ლიგა ენდესას ეგიდით 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო მისი ეფექტიანობის საშუალო კოეფიციენტი 22.4 გამოვიდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და თვის MVP-ც გახდა.

შერმადინი საშუალოდ თამაშში 13.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 1.2 პასს და 2 დაფარებას აგროვებდა. მარტში გიორგიმ ორქულიანები 77.4%-ის (24/31), ხოლო საჯარიმოები 91.3%-ის სიზუსტით (21/23) ისროლა.

გიორგი შერმადინი უკვე მე-13-ედ
გახდა ლიგა ენდესაში თვის საუკეთესო კალათბურთელი, რითაც დიდი ხანია რეკორდსმენია. ქართველი ცენტრის შემდეგ მოდიან ტანოკა ბერდი (10), ლუ რო (9) და არვიდას საბონისი (7).

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ესპანური ლიგის რეკორდსმენია ასევე ტურის MVP-ის ტიტულების რაოდენობით (21).

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მხოლოდ ჩვენთან ხდება ასეთი რამ: გყავს შენგელია, შერმადინი ბითაძე, მამუკელაშვილი, რამდენიმე პრესპექტიული ახალგაზრდა ამერიკის კოლეჯების გუნდებიდან პლუს მოგიყვანეს ნატ მოთამაშე და ოლიმპიადაზე მოხვედრა საეევოს ხდით ნორმალურ ქვეყანაში პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული გამოგყრიდნენ ან სპორტის სამინისტრო რას მიკეთებს კარგია ალბათ თბილ სავრძლებში ჯდომა და ხალხის ხარჯზე პარპაში, ანკიდე თქვენ ჟურნალისტები დაბრმავდით ყურები დაგეფსოთ თუ მიშას და ნაცები მობრუნდნენ და ხმის ამოღება გეშინიათ დაუსვით რეალური კითხვები სანიკიძეს ჯიკიჩია თუ ვინც არი ან კიდე პასუხისმგებელი ვინ არი მის მოყვანაზე ასევე ნატურალიზირებული მოთამაშის შერჩევაზე რა გახდა კარგი კალათბურთელის ჩამოყვანა ჯიბეზე ფიქრობთ სხვა არაფერი გადარდებთ.
კახა
22:35 01-04-2024
2
არ გაუჭირდება მესამედაც,რომ გახდეს ესპანეთის ლიგის MVP
მარი
21:04 01-04-2024
1

სიახლეები პოპულარული