NBA: რაჟონ რონდო გუნდს იცვლის

AutoSharing Option
- როგორც უკვე ვწერდით, მადრიდის "რეალის" გამთამაშებელმა სერხიო როდრიგესმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. გუშინ, გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანელის გაფორმებით დაინტერესებულია "დენვერ ნაგეტსი".

ამერიკაში გადაბარგების სიტუაციას ართულებს მცველის კონტრაქტი "რეალთან". ხელშეკრულების გაწყვეტისთვის ნებისმიერ კლუბს ესპანელებისთვის 2 მილიონ ევრო ექნება გადასახდელი.

გარდა ამისა, საკუთარი მოთხოვნები კალათბურთელსაც აქვს - სერხიოს უნდა მინიმუმ სამწლიანი კონტრაქტი წელიწადში 6 მილიონი დოლარის ოდენობის ხელფასით.

გასულ სეზონში როდრიგესი ევროლიგის ჩემპიონი გახდა. ამ ტურნირზე მან 28 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 11.1 ქულა და 5.1 შედეგიანი
პასი დააგროვა. სერხიო NBA-ში ოთხი წელი გამოდიოდა და "პორტლენდის", "საკრამენტოსა" და "ნიუ იორკის" ღირსებას იცავდა.

* * *
- "დალას მავერიქსის" გამთამაშებელმა რაჟონ რონდომ, რომელიც უკმაყოფილოა ტექსასურ კლუბში თავისი მდგომარეობით, შესაძლოა, ამ ზაფხულს სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

კალათბურთელი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლასა და ახალ კლუბში 2016 წლის ზაფხულისთვის ვარსკვლავური მოთამაშის სტატუსის დაბრუნებას გეგმავს, როცა ლიგაში სახელფასო ბიუჯეტის ზედა ზღვარი გაიზრდება.

ვარაუდობენ, რომ რონდოს შემდეგი კლუბი "საკრამენტო" იქნება, რომლის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია პლეიმეიკერის სამსახურით.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი რაჟონმა "ბოსტონში" დაიწყო, რის შემდეგაც გაცვლით "დალასში" აღმოჩნდა. "მავერიქსის" რიგებში მისი სტასტისტიკა 9.3 ქულას, 4.5 მოხსნასა და 6.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული