NBA: ახალი ამბები თავისუფალი აგენტების ბაზრიდან

AutoSharing Option
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

ისევ აქტიურობს "მინესოტა". "ჩიკაგოდან" ჯიმი ბატლერის მიღებისა და "იუტაში" რიკი რუბიოს გაშვების შემდეგ, "მგლებმა" აიყვანეს მძიმე ფორვარდი ტაჯ გიბსონი, რომელიც შარშან, "ოკლაჰომაში" თამაშობდა. ის "მინესოტასთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 28 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

32 წლის გიბსონი "მინესოტას" მესამე ახალწვეული გახდა ბატლერისა და გამთამაშებელ ჯეფ ტიგის შემდეგ. ფორვარდი, რომელიც გასულ სეზონში 10.8 ქულასა და 6.2 მოხსნას აგროვებდა, ადრე "ჩიკაგოში" თანამშრომლობდა "მინესოტას" ამჟამინდელ დამრიგებელთან ტომ ტიბოდოსთან.

* * *
- "ჰიუსტონი" გაძლიერდა
პი ჯეი ტაკერით. მსუბუქი ფორვარდი ბოლოს "ტორონტოში" თამაშობდა, ტექსასში კი ოთხი წელი დარჩება და 32 მილიონ დოლარს მიიღებს.

- "კლივლენდი" კონტრაქტს აფორმებს ხოსე კალდერონთან. ეს იქნება ერთწლიანი მინიმალური ხელშეკრულება.

- მაიკლ კარტერ-უილიამსმა "შარლოტთან" გააფორმა კონტრაქტი. ერთ დროს წლის საუკეთესო ახალბედამ უკვე მეოთხე კლუბი გამოიცვალა ხუთ წელიწადში. კონტრაქტი ერთწლიანია და მაიკლი 2.7 მილიონ დოლარს მიიღებს.

- ვეტერანი ცენტრი დევიდ უესტი კიდევ ერთი სეზონი დარჩება "გოლდენ სტეიტში". ის 2.3 მილიონი დოლარის ღირებულ მინიმალურ კონტრაქტს მიიღებს.

- ჯრიუ ჰოლიდეიმ შეთანხმებას მიაღწია "ნიუ ორლეანთან" და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაც 126 მილიონ დოლარს მოუტანს.

- სერჟ იბაკამ "ტორონტოში" დარჩენა გადაწყვიტა. ახალი კონტრაქტი სამწლიანია და მისი ღირებულებაა 65 მილიონი დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული