ზაზა ფაჩულიას ორი ეპიზოდი "ფინიქსთან", კარგი და ცუდი [VIDEO]

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტისა" და "ფინიქსის" მატჩში (138:109) 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

- ზაზა ფაჩულიას 7 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და განადგურებული "ფინიქსი" [VIDEO]


უცხოურმა მედიამ ამ შეხვედრაში ზაზას მონაწილეობით ორ ეპიზოდზე გაამახვილა ყურაღება. ერთში ზაზა ფარქვეშ შედის და ბრძოლაში კალათში ისე აგდებს, რომ მისკენ არც იხედება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იმავე თამაშში ზაზამ ოსტატურად მოპარა მეტოქეს ბურთი, მაგრამ ფარქვეშ მარტოდმარტო დარჩენილმა იოლი ტყორცნა გააფუჭა.

Bleacher Report-მა ეს ვიდეო "ტვიტერზე" გამოაქვეყნა წარწერით: "ზაზას თავგადასავლები, shaqtin, სად ხართ".

shaqtin შაკილ
ო'ნილის რუბრიკაა, სადაც შაკი ასოციაციაში უცნაურ საკალათბურთო მომენტებზე ხუმრობს ხოლმე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული