ზაზა ფაჩულია: დრო ბევრი გვაქვს, წინ 81 თამაშია

AutoSharing Option
NBA-ს სეზონში პირველ მატჩში მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ზაზა ფაჩულიამ:

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]
"ეს ისეთი პრობლემაა, შეიძლება გუნდს ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს"

"მე ვისურვებდი, რომ სეზონი საგარეო მატჩებით დაგვეწყო და შინ პირველად მე-4 ან მე-5 მატჩში გვეთამაშა, რადგან საგარეო ტური სულ სხვანაირია. ბიჭებთან ერთად ხარ სასტუმროში, არავინ სხვა. საგარეო ტურების დროს უფრო მეტს შეიძენ, ვიდრე საშინაო მატჩებში.

ამიტომაც ვფიქრობ, საგარეო მატჩებში ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით. როგორ ვიცნობთ ერთმანეთს? არც ისე კარგად, როგორც გვსურს, მაგრამ
ჩვენ წინ დიდი დრო გვაქვს - 81 თამაში გვრჩება".

"სან ანტონიოსთან" მატჩში იყო ერთი ეპიზოდი, როცა ზაზამ ზურგსუკან შესანიშნავი პასი მისცა კლეი ტომპსონს, მაგრამ "გოლდენ სტეიტის" მსროლელისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ასეთი კარგი პასი ცენტრისგან, რომ მოუმზადებელმა ისროლა და ააცილა.

მატჩის შემდეგ ორივე კალათბურთელმა განაცხადა, რომ ამიერიდან, ასეთ ეპიზოდებს ვარჯიშებზე დიდ ყურადღებას დაუთმობენ და რეპეტიციას გაივლიან. ტომპსონმა თქვა, რომ მომავალში ზაზას პასს უფრო მომზადებული დახვდება, შემდეგ კი იხუმრა, ძალიან დაბალი პასი იყო მუხლის სიმაღლეზეო.

"ჩვენ ასეთ სიტუაციაში კიდევ მრავალჯერ მოვხვდებით და ის აუცილებლად ჩააგდებს ხოლმე, რადგან კლეი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. შემდეგ ჯერზე დარწმუნებული ვარ, ორივე კარგად გამოვალთ ეპიზოდიდან", - თქვა ჩვენმა თანამემამულემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული