ზაზა ფაჩულია NBA-ში პირველი სამქულიანის ძიებაში - მასზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ ერთს აქვს...

AutoSharing Option
"ლეიკერსთან" მოგებული საგამოფენო მატჩის შემდეგ კომენტარისას ზაზა ფაჩულიამ ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ მისი მიზანი ამ სეზონში სამქულიანის ჩაგდებაა.

- ზაზა ფაჩულია: ჩემი მიზანია, NBA-ს ამ სეზონში ერთი სამქულიანი მაინც ჩავაგდო

მართლაც, ზაზას 13-წლიან NBA-ს კარიერაში ჯერ ერთხელაც არ აქვს სამქულიანი ჩაგდებული. მეტიც, "მარკას" ცნობით, ის ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უარესი შემსრულებელია სამქულიანების.

ფაჩულიამ 24-ჯერ სცადა სამქულიანის ჩაგდება, თუმცა ეს ვერც ერთხელ მოახერხა. არადა, მან 891 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სამქულიანები ლიგაში 1984 წლიდან შემოიღეს. მას მერე, ზაზაზე ცუდი მაჩვენებელი ისტორიაში მხოლოდ მაიკლ
ქეიჯს
აქვს, რომელიც 1984-2000 წლებში თამაშობდა NBA-ში.

ქეიჯმა 1 140 მატჩში 25-ჯერ სცადა სამქულიანის ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ.

"მარკა" წერს, რომ ფაჩულიას სამქულიანის დასახვეწად გუნდში დიდებული თანაგუნდელები ჰყავს სტეფ კარი და კლეი ტომპსონი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
VIP League, ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ.

რაც შეეხება ზაზას არავის სწავლება არ სჭირდება მას. მათ ერთი სროლიდან რამდენი აქვთ ჩაგდებული? ზაზა კი საერთოდ არ ესრვის სამქულიანს და თუ ერთხელ ესვრის, აცილების შემთხვევეში მეორეჯერ არც ცდილობს, ის შედეგზეა ორიენტირებული და არა რისკზე.

ზაზას ვუსურვებ წარმატებებს.
ჯონი
21:08 22-10-2016
0
სად შეიძლება ვუყურო ენბიეის თამაშებს, საიტი ხომ არ იცით ვინმემ?
დათო
20:32 22-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული