თორნიკე შენგელიამ ესპანეთის სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ "ლაბორალ კუჩაში" მიმდინარე სეზონის პირველი ფიციალური მატჩი გამართა. ქართველმა ფორვარდმა ზეშედეგიანად ითამაშა და 19 წუთში 16 ქულა მიითვალა, თუმცა მისმა გუნდმა გამარჯვებას ვერ მიაღწია.

"ლაბორალ კუჩამ" ესპანეთის სუპერთასზე ითამაშა და ნახევარფინალურ მატჩში "გრან კანარიასთან" 80:84 წააგო. ქართველმა ფორვარდმა 19:43 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ შენგელიამ სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა, მანამდე კი, 6-ვე ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცნობისთვის, 6 ორქულიანის ჩაგდებით, თორნიკემ ესპანეთის
სუპერთასზე "რეალის" ვარსკლავის სერხიო ლულის მიღწევა (5-დან 5 ზუსტი ორქულიანი) გადაფარა და ახალი რეკორდი დაამყარა.

ესპანეთის სუპერთასის ფინალში "გრან კანარია" "ბარსელონას" შეხვდება, რომელმაც მადრიდის "რეალს" 99:93 სძლია.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ გენაცვალე გაიხარე, ჩვენი იმედი ხარ! ღმერთმა შენნაირი კალათბურთელები გვიმრავლოს!!!!
გოგა
11:14 25-09-2016
0
მაგარი მოქნილია. დაფრინავს კაცი.
ყოჩაღ თორნიკე.
საქართველო ასახელე.
ვნახე ტვ-ში როგირ "ჩახტა" ბურთიანად .
18:51 24-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული