სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და მწვრთნელის გაძევება "სან ანტონიოსთან" [VIDEO]
11:01 18-01-2016
"დალას მავერიკსმა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ამის მიზეზი "სან ანტონიოა", რომელიც შინაურ არენაზე მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა და ეს არც ზაზა ფაჩულიას გუნდთან თამაშისას დაუშვა.

ტეხასურ დერბიში დალასელები მეორე პერიოდის შუაწელამდე ღირსეულად იბრძოდნენ, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება და მატჩის ბოლომდე უპირატესობას გამუდმებით ზრდიდნენ. საბოლოოდ "სან ანტონიომ" 29 ქულის სხვაობით - 112:83 მოიგო.

ზაზამ 21 წუთი ითამაშა და სროლები არ წაუვიდა: 7-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ შეხვედრა 5 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჩაჭრით დაასრულა. სანანტონიოელმა ტიმ დანკანმაც 21 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა, თუმცა ფარქვეშ თავი ლამარკუს ოლდრიჯმა გამოიჩინა, რომელმაც 23 ქულით "სან ანტონიოს" დიდი დახმარება გაუწია.

ქართველმა ცენტრმა პატი მილსთან უხეშობისთვის არასპორტული ჯარიმა მიიღო, ხოლო დალასელთა მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაისლი მოედანზე შეჭრის გამო თამაშიდან გააძევეს.
18.01.16. სან ანტონიო-დალასი 112:83
Sportall.Ge

დალასელთა სასტარტო ხუთეულის წევრთაგან მხოლოდ ვესლი მეთიუზი ასცდა 10-ქულიან ზღვარს და 12 ქულა მიითვალა. დირკ ნოვიცკი 4 ქულას დასჯერდა, ჩანდლერ პერსონსმა 5 მიითვალა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.
18.01.16. ზაზა ფაჩულიას პასი და პაუელის ჩატენვა
Sportall.Ge

ფაჩულიას გუნდს 23 მოგება და 19 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი გააჩნია "მემფისს" და ეს გუნდები დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს "დალასი" ხვალ, შინაურ არენაზე "ბოსტონ სელტიქსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.