მანუჩარ მარკოიშვილმა სტამბოლში შეკრებაზე მყოფი მოჭიდავეები მოინახულა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფი ქართველი მოჭიდავეები სტამბოლის "დარუშაფაკას" ქართველმა ლეგიონერმა, მანუჩარ მარკოიშვილმა მოინახულა. აღნიშნულ ინფორმაციას და მარკოიშვილის მოჭიდავეებთან გადაღებულ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრები თურქეთში იმყოფება და მომავალი მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ემზადება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელი კი თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ღირსებას იცავს და თანამემამულე სპორტსმენების სტამბოლში მონახულების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული