"ახლა მაქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის"

AutoSharing Option
New York Daily News-მა სტატია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას NBA-ს ფინალური სერიის მესამე მატჩის წინ.

"ზაზა ფაჩულიას სურვილი, გახდეს NBA-ს პირველი ჩემპიონი საქართველოდან, იმდენად ძლიერი იყო, რომ მან სეზონის დასაწყისში გაცილებით სარფიან კონტრაქტებზე თქვა უარი "გოლდენ სტეიტში" გადასვლისთვის.

როგორც ჩანს, ამ არჩევანმა გაამართლა - ცენტრს ორი მოგებაღა აშორებს სანუკვარ ბეჭედს. NBA-ს ჩემპიონობას უფრო ანალოგიური დასახელების აშშ-ის სამხრეთული შტატის კალათბურთელები არიან გაშინაურებულნი.

ზაზას ქვეყანაში კალათბურთი ფეხბურთსა და რაგბის ეჯიბრება პოპულარულობაში. ახლა ფაჩულია NBA-ში ერთადერთი ქართველი კალათბურთელია და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე
საყვარელი ათლეტია.

მისი პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი "უორიორსი" ბოლომდე მიიყვანს ფინალს, რომელსაც ახლა 2:0-ს იგებს.

"საქართველო, ამერიკას თუ შევადარებთ, ძალიან პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 3,5 მილიონი ადამიანით, მაგრამ იქ ძალიან უყვართ კალათბურთი", - განუცხადა 33 წლის ფაჩულიამ კლივლენდში რეპორტიორებს.

"კალათბურთი ქართველებს სისხლში გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის სიყვარულით არაერთი თაობა გაზრდილა. ჩვენ ბევრი წარმატებული კალათბურთელი გვყოლია. კალათბურთი ქართულ სპორტში უდიდეს როლს ასრულებს".

გასულ წელს ფაჩულიამ არჩია ტალანტებით სავსე "გოლდენ სტეიტში" გადასვლა მიზნის მისაღწევად. თუ ასე მოხდა, ზაზა თავის მე-14 სეზონში შეძლებს ტიტულის მოგებას.

ქართველთან ერთად "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფში საოცარ რეკორდს მიაღწია - 14 თამაში მოიგო ზედიზედ და ჯერაც დაუმარცხებელია. ფაჩულიას ამ წარმატებაში დიდი წვლილი აქვს, იბრძვის დაუღალავად ფარქვეშ, მუშაობს მოხსნებზე და დაცვაზე და უყენებს "სქრინებს" უფრო მაღალი ოსტატობის თანაგუნდელებს.

ზაზა თითქმის ყველა სეზონთშორის შესვენებაზე არ ჩერდება და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ამასთან, არასოდეს ივიწყებს თავის ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას. საქართველოში ოთხშაბათს ბევრი ადამიანი დაელოდება "კლივლენდთან" მესამე დაპირისპირებას.

"ვიცი, რომ ჩემს ქვეყანაში წლებია, მგულშემატკივრობენ. განსაკუთრებით, ჩემი კარიერის ამ ეტაპზე. ახლა მაქვს შანსი, გავაკეთო რაღაც მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, - ამბობს ზაზა. - ისინი მოუთმენლად ელიან ამას და მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ".
მკითხველის კომენტარები / 18 /
ინტერნეტი გამეთიშა და სამწუხაროდ თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ ვაშა,ერთი მოგებაღა დარჩა და ეგეც იქნება.ისე თუ მეოთხეც მოიგეს 16 მოგება აბსოლიტური რეკორდი იქნება.
პ.ს.ზოგიერთს ვეკითხები,როდიდან გახდა მეგრელი არაქართველი?მეგრელები და სვანები უძველესი ქართული ტომებია,თუ არ იცით,გაიგეთ და თუ იცით და მაინც ასე ამბობთ,ფუი თქვენს გინდა ქართველობას და გინდა მეგრელობას,რაც გინდათ დაირქვით.
სოსო
15:27 08-06-2017
0
რუსების პროვოკატორო, ორივე ქართველია, შენ კიდევ ალანი პროვოკატორი.
მარგალ-s
12:51 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული