თითქმის დუბლი - თორნიკე შენგელიამ და "ბასკონიამ" ჩემპიონატი დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დასანანი მარცხი იწვნია თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ", რომელიც "ვალენსიას" სტუმრობდა და ნახევარფინალური სერიის მეოთხე შეხვედრაში 77:85 დათმო. ეს გახლდათ მესამე წაგება სერიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში "ვალენსია" გავიდა. იგი საჩემპიონო ორთაბრძოლაში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

"ბასკონიამ" ნახევარფინალურ სერიაში ყველაზე მთავარი მატჩი შინ წააგო - "ვალენსიასთან" პირველივე შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დათმო, არადა, ფაქტობრივად მოგებული ჰქონდა. მეორე შეხვედრაში იმარჯვა, მაგრამ ვალენსიაში ორივე თამაშში დამარცხდა და მოედნის უპირატესობაც არაფერში გამოადგა.

5 ივნისს გამართულ მატჩში თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შ
ორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა: 27 წუთში 12 ქულა (9-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მის გუნდში 19 ქულით საუკეთესო შეინ ლარკინი იყო. "ვალენსიას" გამარჯვება კი ექსბასკონიელი ფერნანდო სან ემეტერიოს ეფექტურმა თამაშმა განაპირობა. მან 4-დან 4 ორქულიანი, 3-დან 3 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულამდე ავიდა.

მთლიანობაში, 2016-17 წლების სეზონი შენგელიასთვის შედეგიანი აღმოჩნდა. 24 მატჩში საშუალოდ 22 წუთს თამაშობდა, 10.6 ქულას, 4.8 მოხსნასა და 1.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენგელია კარგი კალათბურთელია მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის ცუდად თამაშობს. ასე არის ნაკრებშიც და თავის კლუბსიც.
გიორგი
11:44 07-06-2017
0
მიუხედავად იმისა,რომ შენგელიას ფანი ვარ,მაინც ვიტყვი: 9-დან 3-ის ჩაგდება საუკეთესო ნამდვილად არ არის!
gulshematkivari
18:47 06-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული