"სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა.

ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითაც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა "სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს კონფერენციის ფინალში ითამაშა!

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით, მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა.

ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3
მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩენიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაამატა.
იხილეთ ვიდეო: ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები სან ანტონიოსთან (11ქ)
Sportall.Ge

ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო. ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

აღნიშნულზე უკეთესი მაჩვენებელი (+14) მხოლოდ კევინ დურანტს ჰქონდა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 დაფარება მიითვალა. სტეფ კარის მონაგარი 40 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა გახლდათ. ამ ვარსკვლავების მერე, შედეგიანობის მხრივ, სწორედ ზაზა მოდიოდა.

"სან ანტონიოს" მხრიდან საუკეთესო ლამარკუს ოლდრიჯი იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა, "გოლდენ სტეიტს" კი "ქამბექი" კავაი ლეონარდის ტრავმამ გაუადვილა.

"სპურსის" ერთ-ერთ ლიდერს ფაჩულიასთან ორთაბრძოლისას ფეხი გადაუბრუნდა და მე-3 მეოთხედის მერე მოედანზე აღარ გამოჩენილა, არადა, იმ დროს აქტივში უკვე 26 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი ჰქონდა. ზაზას უშუალო ოპონენტის - პაუ გასოლის ანგარიშზე 16 წუთში მხოლოდ 5 ქულა დაგროვდა. ესპანელმა ცენტრმა თავი უფრო პერსონალურებით გამოიჩინა და მთლიანობაში 5 ჯარიმა დაუგროვდა.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-სან ანტონიო 113:111
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტი" სერიაში 1:0 დაწინაურდა და მომდევნო მატჩს ისევ შინ, 17 მაისს ჩაატარებს. NBA-ს დიდ ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც 4 გამარჯვებას მოიპოვებს.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალშია "კლივლენდი" და ელოდება ოპონენტს, რომელიც "ბოსტონისა" და "ვაშინგტონის" მე-7, გადამწყვეტ შეხვედრაში ამაღამ გამოვლინდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 38 /
ლეონარდის ფერხებს სად და როგორ დაგდგამს მაგაზე გვანერვიულეთ ეხლა ...რაა..ფეხი გადუბრუნდ აორჯერ იმ დგეს მაგ ლეოს..და სულ ნუ აიჩემებთ მაგ ეპიზოდს თორე ლეონარდს სახელის პირველ ასოს გამოუცვლით და დავამატებტ ასობგერა ყ-ს..რაც შეხება ზაზა ცემპიონ
0
ოდალ და სხვანო: თქვენი პუტინი სიბრაზისგან ტვალეტშია ჩაკეტილი და გარეთ არ გამოდის. ყველა ქართველის წარმატებაზე ასეა ისიც და თქვენც. აწი სულ უფრო ხშირად მოგიწევთ.
odala-s
21:36 15-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული