თორნიკე შენგელიას 12 ქულა "ბასკონიას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ესპანეთის უმაღლესი ლიგის 32-ე ტურის დასკვნით მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მალაგის "უნიკახას" უმასპინძლა და 75:79 დამარცხდა.

ქართველი ლეგიონერი ბასკური კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:14 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

შენგელიამ 7-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ შეინ ლარკინს ჩამორჩა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 29:53
წუთში 24 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

"ბასკონიას" 21 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და "ბარსელონასთან" ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს. შენგელიას გუნდს მომდევნო მატჩი 10 მაისს, სტუმრად, "ბილბაო ბასკეტთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული