ზაზა ფაჩულიას 10 ქულა და გამარჯვება "ნიუ იორკთან" [VIDEO]

AutoSharing Option
ორმატჩიანი მარცხიანი სერიის შემდეგ "გოლდენ სტეიტმა" ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსი" დაამარცხა. ზაზა ფააჩულიას გუნდმა მასპინძლებს 112:105 სძლია და NBA-ს ლიდერობა გაიმყარა.

ოკლენდური გუნდის ქართველმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ფაჩულია კვლავ სტაბილური იყო და თამაშიდან განხორციელებული 6 სროლიდან 5 ნიუიორკელთა კალათში მოათავსა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და დაფარება მოაგროვა.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები ნიუ იორკთან მატჩში (10ქ)
Sportall.Ge

ოკლენდელთა სასტარტო ხუთეულში ტრავმირებული კევინ დურანტის ადგილი ახალწვეულმა მეტ ბარნსმა
დაიკავა, რომელმაც 19 წუთში 3-3 ქულა-მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. საუკეთესო შედეგი კი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც ამ მატჩში ჩაგდებული 5 სამქულიანის შემდეგ NBA-ს ყველა დროის სამქულიანების საუკეთესო მსროლელთა სიაში მე-10 ადგილიდან ჩონსი ბილაფსი განდევნა. კარიმ საკვანძო მე-3 პერიოდში 15 ქულა ჩააგდო, მთლიანობაში კი შეხვედრა 31 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით დაასრულა.
იხილეთ ვიდეო: ნიუ იორკი - გოლდენ სტეიტი 105:112
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტს" 51 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს და მდევარ "სან ანტონიოს" 3 მოგებით უსწრებს. აღმოსავლური ტურნეს მე-6 მატჩს ოკლენდელები 7 მარტს ატლანტაში, ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზაზა მაგარია !!!
ramzess
22:03 06-03-2017
0
ნბა-ში ჩატენვით ვერავის გააკვირვებ და ძალიან სწორად იქცევა, რომ არ ტენის - ნაკრებში ტენის ხოლმე, თუ დაკვირვებიხარ და მაშინ სულ სხვა ეფექტი აქვს... რაც შეეხება წაქცევას, არ იქცევა მხოლოდ ის, ვინც არ თამაშობს.... თუ გიფიქრია, ამხელა მასას რის ფასად უჯდება თითოეული წაქცევა და თანაც ისე, რომ ტრავმა არ მიიღოს?!....
წარმატებები ჩვენს კაპიტანს!!!
ნუკრის ტროლისგან
19:25 06-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული