ზაზა ფაჩულიამ უნებურად ტრავმა თანაგუნდელ კევინ დურანტს მიაყენა [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთ ლიდერს, კევინ დურანტს "ვაშინგტონ იუზარდსთან" შეხვედრაში ფეხის ტრავმა უნებურად თანაგუნდელმა ზაზა ფაჩულიამ მიაყენა.

"ვაშინგტონმა" 1-ელ მარტს გამართულ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტს" ანგარიშით 112:108 სძლია.

- ზაზა ფაჩულიას 12 ქულა, 8 მოხსნა და "გოლდენ სტეიტის" მარცხი "ვაშინგტონთან" [VIDEO]

შემთხვევა მატჩის დასაწყისში მოხდა. მარცინ გორტატთან ორთაბრძოლის შემდეგ ფაჩულია წაიქცა და დურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა. 2014 წლის NBA-ს MVP დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დურანტმა გამოკვლევა უკვე ჩაიტარა და მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილი, სავარაუდოდ, დღეს გახდება. მიმდინარე სეზონში
ოკლენდელთა მსუბუქი ფორვარდი საშუალოდ თამაშში 25,8 ქულას, 8,4 მოხსნასა და 4,9 პასს ითვლის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა ტვინდალაგებულად რომ დაწეროთ, იდოტური ჟურანილისტური წივილ-კივილის გარეშე რა იქნება. სადაა მანდ ზაზას უნებური ბრალი, კაცი თვითონ დააზარალეს იმ არამზადებმა და ახლა ქართველი ჟურნალისტიც რომ აზარალებს ეგაა გულსატკენი.
ანდრია
09:12 02-03-2017
0
ისე მოიქნია იმ შობელძაღლმა, ამან რა ტრამვა მიაყენა
domenti
17:37 01-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული