საქართველოს ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა ჩინური ტურნე 2 მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა ჩინური შეკრება დაასრულა.

დავით უსტიაშვილის გუნდმა ბოლო ორი მატჩი რუმინეთის ეროვნულ და ჩინეთის "ბ" ნაკრებებთან გამართა და ორივეში მარცხი განიცადა. ქართველებმა აღმოსავლეთევროპელებთან 57:73 წააგეს, ხოლო მასპინძლებთან შეხვედრა 71:80 დათმეს.

ჩინეთთან ჩვენმა ნაკრებმა 3 წამყვანი მოთამაშის გარეშე ითამაშა - ბექა წივწივაძე, კახა ჯინჭარაძე და ბექა ბექაური ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ჯინჭარაძე უკვე თბილისშია, წივწივაძეს და ბექაურს კი, ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, არ უთამაშიათ.

მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობისა, ქართველებმა ჩინეთთან კარგად ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს. საბოლოოდ ქართველებმა შეხვედრა 9
ქულით დათმეს. საქართველოს ნაკრებში 27 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი გახლდათ. 15 ქულა და 4 პასი მიითვალა გივი ბაქრაძემ, ხოლო გრიგოლ შვანგირაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინეთში მთლიანობაში 9 მატჩი გამართა, საიდანაც 2 შეხვედრა მოიგო - რუმინეთთან და ჩინეთთან. ქართველები ჩინეთიდან დღეს გამოემგზავრებიან.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული