სუპერლიგა. XXII ტური: ბათუმსა და ქუთაისში მასპინძლებმა მოიგეს

AutoSharing Option
18 მარტს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 22-ე ტური ბათუმსა და ქუთაისში გამართული მატჩებით გაიხსნა.

"ქუთაისმა" საკუთარ მოედანზე "მგზავრები" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში, ოვერტაიმში გაიმარჯვა - 85:81 (14:18, 21:18, 22:16, 16:21, 12:8).

მატჩში გამარჯვებულთაგან 17 ქულით ბომბარდირი ივან მიკულიჩი გახდა, ხოლო ძმებმა - დავით და გიორგი ბარბაქაძეებმა ორმაგი დუბლები მიითვალეს. პირველმა 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მეორემ - 13 ქულა, 13 მოხსნა.

აჭარაში ადგილობრივმა "ბათუმმა" ცხრილში გვერდში მყოფ "დინამოს" 10 ქულის სხვაობით - 84:74 (26:13, 21:22, 16:18, 21:21) სძლია და სატურნირო
ცხრილს "ქუთაისთან" ერთად ლიდერობს.

ამ მატჩში ბომბარდირობა არავის დაუთმო ლეონიდ სტეპანიშინმა (24 ქულა), აკაკი დვალიშვილმა კი ბათუმელებს 15 ქულა და 9 მოხსნა მიაშველა.

სუპერლიგის 22-ე ტური 19 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გასამართი 2 მატჩით დასრულდება. "ოლიმპი" "აკადემიას" დაუპირისპირდება, ხოლო "სოხუმი" - "რუსთავს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული