"რუსთავმა" სუპერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
"რუსთავმა" სუპერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. ქვემოქართლელებმა ორივე მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს "ბათუმთან" და სერია 2:0 მოიგეს.

თუმცა დღესაც შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველები სულაც არ გეგმავდნენ ბრინჯაოს მოპოვებას. ისინი ფინალისთვის იყვნენ შემართულნი, მაგრამ ნახევარფინალში "დინამოსთან" დამარცხდნენ.
რაც შეეხება "ბათუმს", ამ გუნდმა მაქსიმუმს მიაღწია, მას ხომ ნახევარფინალში გასვლას ბევრი არ უწინასწარმეტყველებდა.

III ადგილისთვის
22 მაისი, რუსთავი
რუსთავი-ბათუმი 102:88
27:17, 21:26, 27:19, 27:26
რუსთავი: მაჭავარიანი (2ქ), ჰამსი (11ქ, 11მ, 5პ), ცეკვავა (19ქ, 10პ, 7მ, 3ჩ), ოგლესბი (20ქ), აბაიშვილი (1ქ), ჩაჩანიძე (6ქ), ყველაშვილი, ჭოჭუა (18ქ,
7მ), გუგავა, ხმელიძე (2ქ), დვალიშვილი (23ქ, 14მ, 4პ, 3დ).
ბათუმი: იანგი (24ქ), რამიშვილი (2ქ), ფევაძე, მიქელაძე (15ქ, 7მ), ელიაშვილი (1ქ, 5მ, 3ჩ), ლ. რევაზაშვილი (2ქ, 5მ), კელოგი (26ქ), ფელჩერი (18ქ, 18მ), ელიაძე.

24 მაისი, ბათუმი
ბათუმი-რუსთავი 76:86
23:24, 19:20, 18:21, 16:21
ბათუმი: იანგი (16ქ, 5მ), რამიშვილი (5ქ), მიქელაძე (16ქ, 6პ, 4ჩ), ელიაშვილი (2ქ), ლ. რევაზაშვილი (4ქ), კელოგი (11ქ, 9მ, 5პ), ფელჩერი (21ქ, 16მ, 5პ), ელიაძე.
რუსთავი: ჰამსი (6ქ, 9მ), ცეკვავა (13ქ, 10პ), ოგლესბი (16ქ, 6მ, 5პ), აბაიშვილი (8ქ, 4პ), ჩაჩანიძე (9ქ), ყველაშვილი (2ქ), ჭოჭუა (14ქ, 8მ, 3პ), დვალიშვილი (18ქ, 18მ, 5ჩ).

სერიაში მოიგო "რუსთავმა" - 2:0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული