შსს აკადემია-მაქაბის შეხვედრა სპორტის სასახლეში ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა "შსს აკადემიასა" და "მაქაბს" შორის, რომელიც 1-ელ თებერვალს, 14:00 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო. მატჩი 3 თებერვალს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 16:00 საათზე გაიმართება.

მატჩის გადადების მიზეზი თბილისის სპორტის სასახლეში ტრანსფორმატორის გადაწვა გახდა. მისი აღდგენითი სამუშაოებისთვის გარკვეული დროა საჭირო.

ასევე არ ჩატარდება სპორტის სასახლეში გასამართი თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები.

მეორე წრის პირველი ტურის კიდევ ერთი შეხვედრა კი 1-ელ თებერვალს 14:00 საათზე რუსთავში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი "არმიას" უმასპინძლებს.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული