დასაფიქრებელი კი არა, საგანგაშო: "შსს აკადემია" ევროჩელენჯზე არ ითამაშებს!

AutoSharing Option
სათაურში ყველაფერი გარკვევითაა ნათქვამი - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "შსს აკადემია" ევროტურნირებზე გასვლას არ აპირებს. ამის მიზეზიც იოლი მისახვედრია: არ გამოიძებნა თანხა თუნდაც ისეთი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ევროჩელენჯის სტანდარტებს მინიმალურად მაინც რომ დააკმაყოფილებს.

არადა, საჩემპიონო შემადგენლობას 3 კარგი უცხოელი რომ დამატებოდა, თავისუფლად შეიძლებოდა კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება.

უკვე მესამე სეზონია, ქართული გუნდები ოქროს მოგების შემდეგ ევროჩელენჯზე თამაშზე უარს რომ ამბობენ. ეს კი კალათბურთის განვითარებაზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს.

პირდაპირ შეიძლება ითქვას - ევროჩელენჯზე არგასვლა ძალიან უკან გვწევს. ჩვენი დარი საშუალო ქვეყნები გამოცდილებას იღებენ,
ვითარდებიან, ჩვენ კი, ქართულ ქვაბში ხაშლამასავით ვიხარშებით.

სიტუაცია დასაფიქრებელი კი არა, საგანგაშოა. ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ მხოლოდ კლუბების ხელმძღვანელთა სურვილზე არ უნდა იყოს მინდობილი ევროსარბიელზე ქართული გუნდების გასვლა - ეს ხომ ისეთივე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია კალათბურთის განვითარების საქმეში, როგორიც ბავშვთა კალათბურთი.

როცა განვითარების პროექტი დგება, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მინიმუმ ერთი კლუბის ევროჩელენჯზე გასვლა. ეს ხომ პირველ რიგში იმ ნაკრებს სჭირდება, რომლის თამაშებზეც წელგამართულნი დავსხდებით და ამაყად დავუკრავთ ტაშს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და თუარ შეუძლია ფინამნსურად როგორ ითამაშებს ევროსარბიელზე მინიმუმ 5 მილიონი ევრო უნდა გუნდს ევროსარბიელზე რო ნორმალურად გამოვიდეს.და კიდე ყველა გუნდს უნდა ქონდეს საშუალება რო ითამაშოს ევროსარბიელზე და არამარტო ერთს ამისთვის საჭიროა ფულიანი ინვესტორი და კარგი მენეჯმენტი სხვანაირად გამორიცხულია.ფედრაციის მესვეურებმა ეძიეთ ფულიანი ბიზნეს წრეები და დააინტერესეთ ეგარი გამოსავალი სახელმწიფო ას მილიონს წელიწადში კალათბურთში ვერ ჩადებს ვერააა.
qutaiseli
13:13 17-06-2015
0
გაგებით მოეკიდეთ
gulshematkivari
12:40 17-06-2015
0

სიახლეები პოპულარული