ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: "სევილიას" კოშმარი, სახელად ლეო

AutoSharing Option
"სანჩეს პისხუანი" უნიკალური რეკორდით დაიკვეხნიდა თავის სტადიონობას, ლეო მესი რომ არ არსებობდეს, მაგრამ არგენტინელი, "სევილიას" ქომაგთა გულის გასახეთქად, ისევ დიდებულად თამაშობს...

პრემიერლიგა: ზლატანის 25 ათასი
* სემ ვოუკსი (ბარნლი) სწრაფი გოლების ოსტატად ჩამოყალიბდა. თუ "ლივერპულს" 97-ე წამზე გაუტანა, "კრისტალ პალასთან" შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა და მეტოქე 78-ე წამზე დაამწუხრა.

* ვიქტორ ანიჩებემ (სანდერლენდი) პრემიერლიგაში 546-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* სერხიო აგუეროს ახლა უკვე 150 გოლი აქვს გატანილი "სიტის" მაისურით (ყველა შეჯიბრში) 223 მატჩში.

* კევინ დე ბრუინმა "სიტის" რიგებში მე-19 საგოლე
პასი გააკეთა. რაც ის "სიტიშია", საგოლე პასებით უახლოეს კონკურენტს 6 პასით უსწრებს.

* სერხიო აგუერომ პრემიერლიგაში 30 კლუბის წინააღმდეგ ითამაშა და 28-ს გაუტანა.

* სტივენ პიენაარი (სანდერლენდი) 4-ჯერ გააძევეს პრემიერლიგაში და ყველა შემთხვევაში მისი მწვრთნელი დევიდ მოიესი იყო.

* ჯერმეინ დეფო პრემიერლიგაში 38 კლუბს შეხვდა და აქედან 35-ს მან გაუტანა.

* ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, "სიტიმ" პრემიერლიგის 11 თამაშიდან 9-ში ვერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

* დევიდ მოიესმა პრემიერლიგის მატჩში სამი ქულა 945-დღიანი (!) პაუზის მერე პირველად აიღო.

* ედენ აზარმა (ჩელსი) პრემიერლიგაში ზედიზედ მე-4 ტურში კარიერაში პირველად გაიტანა.

* "ევერტონმა" პრემიერლიგაში 5 და მეტი გოლი 2014 წლის მერე პირველად გაუშვა.

* ედენ აზარის მეორე გოლი 23-პასიან კომბინაციას მოჰყვა.

* "ჩელსიმ" ამ სეზონში 6 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც მთელ გასულ სეზონში.

* დიეგო კოშტას (ჩელსი) ამ სეზონში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 12 (9 გოლი, 3 საგოლე პასი).

* "ლივერპული" 916-დღიანი პაუზის მერე პრემიერლიგის ლიდერი გახდა.

* "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" ამ სეზონში 10 გოლიდან 7 სტანდარტული მდგომარეობებიდან გაიტანა.

* უეინ რუნი გახდა მესამე ფეხბურთელი, ვის ანგარიშზეც პრემიერლიგაში 100 საგოლე პასია. პირველი ორი რაიან გიგზი და ფრენკ ლამპარდი იყვნენ.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (მანჩესტერი) 609-წუთიანი უგოლო სერია დაასრულა.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლი საიუბილეო, 25 000-ე გოლია პრემიერლიგის ისტორიაში.

* პოლ პოგბას პრემიერლიგაში პირველი გოლის გასატანად 306 წუთი დასჭირდა.

* ფილიპე კოუტინიომ (ლივერპული) ბოლო 7 ტურში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემის" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც "არსენალთან" პირველი ხუთი დაპირისპირება არ წააგო.

* 5 გოლით ჰარი კეინი "ტოტენჰემის" ყველა დროის თანაბომბარდირი გახდა ჩრდილოლონდონურ დერბიში (გარეთ ბეილთან ერთად).

* "არსენალისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირებაში ყველაზე მეტი გოლია გასული (სხვა დუელებთან შედარებით) - 139.

* კევინ ვიმერი (ტოტენჰემი) სულ მეორე ფეხბურთელია ჩრდილოლონდონური დერბის ისტორიაში, ვინც ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

* ტონი პულისის (ვესტ ბრომვიჩი) გუნდმა მოქმედ ჩემპიონს პრემიერლიგაში პირველად აჯობა.

* რიად მაჰრეზმა მარტის მერე პრემიერლიგაში პირველი საგოლე პასი გააკეთა.
* რაც ეს სტატისტიკა ითვლება, არც ერთ გუნდს არ დაურტყამს მატჩში იმაზე მეტჯერ, რაც ეს "ლივერპულმა" "უოტფორდთან" მოახერხა - 17.

Sportall.Ge

ლა ლიგა: მესი დაფრინავს, კრიშტიანო...
* დუიე ჩოპს (სპორტინგი) თავისი გუნდის გოლების 60%-ში აქვს მონაწილეობა მიღებული - 4 გოლი და 2 საგოლე პასი.

* ბორხა ვიგერა (სპორტინგი) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ორი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში გაიტანა, აგვისტოში ის ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშობდა.

* ფლორინ ანდონეს (დეპორტივო) სეზონში პირველი გოლის გასატანად 30 დარტყმა დასჭირდა.

* პშემისლავ ტიტონმა (დეპორტივო) ზედიზედ ბოლო 13 მატჩში გაუშვა (30 გოლი).

* ლა ლიგის პირველ 11 ტურში "გრანადას" ასეთი ცუდი სტარტი (4 ქულა) არასოდეს ჰქონია.

* გაბიმ (ატლეტიკო) ლა ლიგაში პირველად "აიკიდა" პენალტი - 371 მატჩში.

* 2011 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ჩემპიონატში "ატლეტიკომ" ორი პენალტი გაუშვა.

* კარლოს ველამ ლა ლიგაში 9 პენალტიდან ყველა გაიტანა. 100%-იანი შედეგის ფეხბურთელებში მექსიკელმა ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა.

* "ატლეტიკომ" ჩემპიონატში ზედიზედ ორი საგარეო მატჩი პირველად დათმო 2014 წლის თებერვლის მერე.

* ფლორან ლეჟონმა (ეიბარი) მეორე პენალტი "აიკიდა" ამ სეზონში. "ლიდერები" მასთან ერთად არიან კევინ-პრინს ბოატენგი, სერხიო რამოსი და აიმენ აბდენური.

* კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) პირველად ვერ შეძლო კარში ზუსტად დარტყმა. ბოლოს ასეთი რამ მას თებერვალში "გრანადასთან" დაემართა.

* რაფაელ ვარანმა მადრიდულ კარიერაში პირველად გააკეთა მატჩში 100 პასზე მეტი.

* გარეთ ბეილმა "რეალის" მაისურით მე-9 დუბლი შეასრულა (8 ლა ლიგაში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე).

* ხონათან ვიერას (ლას პალმასი) პენალტი ამ სეზონში ყველაზე გვიანი გოლია - 94-ე წუთზე (93 წუთი და 50 წამი) გავიდა.

* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით მე-500 გოლი გაიტანა (არაოფიციალურების ჩათვლით).

* ლიონელ მესის ამ სეზონში 23 გოლში მიუძღვის წვლილი (16 გოლი, 7 საგოლე პასი), ყველაზე მეტში ტოპ-5 ლიგაში.

* ლუის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში 23 გუნდიდან (ვისაც შეხვდა) 21-ს გაუტანა.

* ამ სეზონში (ყველა შეჯიბრში) ნეიმარმა 10 საგოლე პასში მიიღო მონაწილეობა. ეს კი 4-ით მეტია უახლოეს მდევარზე ლა ლიგაში.

* "სევილია" მესის საყვარელი "საკბილოა" - 27 გოლი გაუტანა, ყველაზე მეტი კლუბებს შორის.

* ვიგოს "სელტამ" ზედიზედ მე-4 ტურში მოიგო შინ.

ბუნდესლიგა: ცორკის მერე პირველი პოკერი
* სალომონ კალუმ (ჰერტა) ჰეთ თრიკი ბუნდესლიგაში 6-წლიანი პაუზის მერე გაიტანა. პირველად ეს მან "ჰანოვერის" მაისურით გააკეთა.

* კრისტოფ კრამერი (გლადბახი) ბუნდესლიგის კარიერაში (101 თამაში) პირველად გააძევეს.

* როცა "ჰოფენჰაიმის" თავკაცი იულიან ნაგელსმანი დაიბადა (1987), კარლო ანჩელოტის უკვე მოგებული ჰქონდა სკუდეტო და იტალიის თასი (4-ჯერ), როგორც ფეხბურთელს.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ჰამბურგს" მე-4 წუთზე გაუტანა. ეს მისი ყველაზე ადრეული გოლია ბუნდესლიგაში.

* ჰაკან ჩალჰანოღლუმ (ლევერკუზენი) ბუნდესლიგის 17 გოლიდან 14 საჯარიმოს გარედან გაიტანა.

* მარიო გომესი (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში გოლების რაოდენობით (140) შტეფან კისლინგს გაუთანაბრდა, ეს კი ყველა დროის ბომბარდირებში მე-16 შედეგია.

* ყოველი ჰეთ თრიკი (ან მეტი) ამ სეზონში ბუნდესლიგაში "ჰამბურგის" კარში გავიდა (პოჰიანპალო, მოდესტე, ობამეიანგი).

* "დორტმუნდის" ბოლო ფეხბურთელი, ვინც ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა, მიხაელ ცორკი იყო (1988 წ.).

* დავიდ ალაბამ 234-ედ მოირგო "ბაიერნის" მაისურა და ამ მაჩვენებლით, შტეფან ეფენბერგს გაუთანაბრდა.

* "დორტმუნდმა" "ჰამბურგს" ჩემპიონატში 2012 წლის მერე პირველად მოუგო სტუმრად.

* "ჰოფენჰაიმის" ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში ჯამში 123,2 კმ გაირბინეს. ეს სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

* "აინტრახტმა" და "კიოლნმა" ჯამში 2-ჯერ დაარტყეს კარში ზუსტად. ეს ყველაზე ცუდი შედეგია ამ სეზონში.

* "ლევერკუზენმა" და "მაინცმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს თავით - 6-6.

* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) კარიერაში პირველად მიიღო მონაწილეობა ერთ მატჩში 3 გოლში (2 გოლი, 1 პასი).

* ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად, 10 ტურის გასვლის მერე კიდევ დარჩა სამი დაუმარცხებელი კლუბი (ბაიერნი, ლაიპციგი, ჰოფენჰაიმი).

სერია A: ჯიჯის საიუბილეო
* "ტორინომ" პირველ 12 მატჩში 27 გოლი ბოლოს 1947/48 წლების სეზონში გაიტანა.

* სერია A-ში ანდრეა ბელოტიმ (ტორინო) 2016 წელს 18 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ გონსალო იგუაინს (27) ჩამორჩება.

* მარეკ ჰამშიკის (ნაპოლი) გოლს ბალდე კეიტამ (ლაციო) 87 წამში უპასუხა.

* იტალიის ჩემპიონატში მირალემ პიანიჩის (იუვენტუსი) ანგარიშზე საჯარიმო დარტყმით გატანილი 12 გოლია.

* ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში მე-600 მატჩში ითამაშა.

* "ემპოლიმ" ჩემპიონატში 766-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

* "რომამ" შინ ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 20 გოლი გაიტანა.

* მაურო იკარდიმ (ინტერი) ჩემპიონატში უკვე 10 გოლი გაიტანა. ამ ნიშნულს მან გასულ სეზონში მხოლოდ 22-ე ტურში მიაღწია.

* ჯანლუკა ლაპადულამ "პალერმოს" კარში ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა.


Sportall.Ge

ლიგა 1: იუბილე გოლით
* რიად ბუდებუზმა (მონპელიე) ბოლო ორ მატჩში შეძლო დუბლების შესრულება.

* "მონაკომ" 12 მატჩში 36 გოლი გაიტანა, ეს "სენტ ეტიენის" მერე (1969/70 სეზონი, 44 გოლი) საუკეთესო სტარტია.

* ბოლო 22 მატჩია, "მონაკოს" ერთი გოლი მაინც გააქვს "ლუი მეორეზე".

* კარლ-იოჰან იონსონი (გენგამი) 2006 წლის მერე მეორე გოლკიპერია, რომელსაც ორი საგოლე პასი დაუგროვდა.

* "ნიცამ" "კაენის" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა ზუსტად. ეს ამ სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

* ადრიენ რაბიომ (პსჟ) საფრანგეთის ჩემპიონატში მე-100 მატჩი გამართა და ის გოლით აღნიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული