ამხანაგური მატჩები: როცა მესი, ნეიმარი და სუარესი არაფერში გჭირდება [VIDEO]

AutoSharing Option
ამ უქმეებზე რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა.

ჩვენთვის საინტერესო დაპირისპირება შედგა დუბლინში, სადაც ევრო 2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიასთან სათამაშოდ ინგლისი ჩავიდა. "ავივაზე" გოლი არ გასულა - ფრე 0:0. აღსანიშნავია, რომ ინგლისს ირლანდია 1985 წლის მერე არ დაუმარცხებია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მომგები ლიონელ მესის, ნეიმარისა და ლუის სუარესის გარეშე ითამაშეს არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებებმა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა შინ ბოლივიას უმასპინძლეს და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში ანხელ დი მარიამ 25-ე წუთზე გახსნა, რასაც სერხიო აგუეროს ჰეთ-თრიქი
(28-ე (პენ), 31-ე, 51-ე წუთები) მოჰყვა. საბოლოო წერტილი პენალტით ისევ დი მარიამ დასვა (55), რომელმაც დუბლი მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრაზილიის ნაკრებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა მექსიკას. 28-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, 37-ეზე კი - დიეგო ტარდელიმ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესო შეხვედრა გაიმართა "სტად დე ფრენსზე", სადაც საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ბელგიას უმასპინძლა და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

სტუმრებმა თავიდანვე გაილაღეს - მე-17 და 42-ე წუთებზე მარუან ფელაინიმ დუბლი შეასრულა, 50-ეზე კი გოლით რაჯა ნაინგოლანიც გამოირჩა.

მასპინძლებმა მატიო ვალბუენას (53) ზუსტი 11-მეტრიანით ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა ერთ წუთში საპირისპირო მხარეს დანიშნული პენალტი გოლად უკვე ედენ აზარმა აქცა. დარჩენილ დროში ფრანგებმა ორი გოლი გაიტანეს - 89-ეზე ნაბილ ფეკირმა შეაგდო, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი საბოლოო ანგარიში დიმიტრი პაიეტმა დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათს ურუგვაიმ გვატემალა გაანადგურა - 5:1. აღსანიშნავია, რომ დუბლი  ედისონ კავანიმ შეასრულა (მე-18, 31-ე პენ.)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამხანაგური მატჩები
არგენტინა-ბოლივია 5:0
ბრაზილია-მექსიკა 2:0
ურუგვაი-გვატემალა 5:1
საფრანგეთი-ბელგია 3:4
ჩილე-სალვადორი 1:0
ბერმუდა-პუერტო რიკო 1:1
სინგაპური-ბრუნეი 5:1
კენია-რუანდა 0:0
მალაიზია-ჰონგ კონგი 0:0
ანდორა-ეკ. გვინეა 0:1
ბურკინა ფასო-კამერუნი 2:3
მალი-ლიბია 2:2
ნიგერია-გაბონი 2:1
ეკვადორი-პანამა 4:0
კოლუმბია-კოსტა რიკა 1:0
პარაგვაი-ჰონდურასი 2:2
რუსეთი-ბელორუსი 4:2
სერბეთი-აზერბაიჯანი 4:1
მავრიტანია-სენეგალი 1:0
ხორვატია-გიბრალტარი 4:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული