ოფიციალურად: გარეთ ბეილი ყველაზე სწრაფია მსოფლიოში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების შემტევი გარეთ ბეილი ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად (როცა ის ბურთით გარბის). კვლევა მექსიკური კლუბის, "პაჩუკას" წარმომადგენლობამ რამდენიმე თვის წინათ ჩაატარა, თუმცა ეს კვლევა უკვე ოფიციალურად ფიფამ აღიარა.

რატომ "პაჩუკა"? საქმე ისაა, რომ ამ გუნდში თამაშობს იურგენ დამი, ფეხბურთელი, რომელიც "პაჩუკას" ხელმძღვანელობას ყველაზე სწრაფი ეგონა და თურმე, სიმართლესთან ახლოსაც ყოფილა.

"პაჩუკას" ნახევარმცველი ბურთით 35,23 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და ამ მაჩვენებლით ყველას სჯობს... გარდა 25 წლის კარდიფელისა. ბეილი ბურთით კიდევ უფრო შთამბეჭდავი სიჩქარით გარბის -
36,9 კმ/სთ. მესამე ადგილზეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ეკვადორელი ლეგიონერი ანტონიო ვალენსია - 35,1 კმ/სთ.

აქვე გაგაცნობთ ათეულის სხვა წევრებს: 4. აარონ ლენონი (ევერტონი) - 33,8 კმ/სთ; 5. კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 33,6; 6. თეო უოლკოტი (არსენალი) - 32,7; 7. ლიონელ მესი (ბარსელონა) - 32,5; 8. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 31,2; 9. ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - 30,7ლ 10. სერხიო რამოსი (რეალი) - 30,6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ