სერბეთში ფეხბურთელს, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა, ფანები მოკვლით დაემუქრნენ

AutoSharing Option
სერბული საფეხბურთო კლუბის, "ნოვი პაზარის" გულშემატკივრები მოკვლით დაემუქრნენ გუნდის ფეხბურთელ ჟარკო უდოვიჩიჩს, რომელმაც ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად "რადთან" პენალტის გატანა ვერ შეძლო.

შედეგად, ჟარკოს გუნდი ანგარიშით 0:1 დამარცხდა, თამაშიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი გულმოსული ფანატები კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ და უდოვიჩიჩს სახეზე პისტოლეტის ლულა მიადეს.

ინციდენტის შემდეგ 27 წლის სერბმა მცველმა კლუბთან კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტა გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული