ზლატან იბრაჰიმოვიჩი განრისხებულია: პირველი მე უნდა ვყოფილიყავი!

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩი განრისხებულია - ის შვედეთის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენთა შორის მეორე ნომრად დაასახელეს, წინ კი მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა ბიორნ ბორგია.

"პარი სენ-ჟერმენის" 33 წლის ვარსკვლავიც ამან განარისხა.

"მადლობა ყველას მოლოცვისათვის, მაგრამ ჩემთვის მეორე ადგილზე გასვლა ბოლოადგილოსნობის ტოლფასია. ამ სიაში მე უნდა ვყოფილიყავი ნომერ პირველიც, მეორეც, მესამეც და ასე შემდეგ, სხვა სპორტსმენების პატივისცემის მიუხედავად.

მიუხედავად ამისა, ბორგთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი ტიპი და ნამდვილი ლეგენდაა", - განუცხადა ზლატანმა გაზეთ Dagens Nyheter-ს, რომელმაც ყველა დროის საუკეთესო 150 შვედი სპორტსმენის სია გამოაქვეყნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს იბრაა ტუ ჰიტლერი?აურევია ამ უბედურს, თუ ეს მართლა თქვა,
0
მართლა მაგარი ხარ, მაგრამ ამდენის ლაპარაკი საკუთარ თავზე? რა ვიცი, რა ვიცი...
Ibrakadabra
16:47 24-12-2014
0

სიახლეები პოპულარული