ჰალკი: ჩინეთში ბედნიერი ვარ!

AutoSharing Option
ჩინური "შანხაის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჰალკმა აზიის ჩემპიონთა თასზე ულამაზესი გოლი გაუტანა კორეულ "სეულს". აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ჩინური კლუბისათვის გამარჯვების მომტანი გამოდგა.

ცნობისათვის, "შანხაის" ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრეშ ვილაშ-ბოაში წვრთნის, ხოლო ჰალკის გარდა, გუნდში კიდევ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი, ოსკარიც თამაშობს. მატჩის დასრულების შემდეგ ჰალკი ძალიან ბედნიერი იყო. ბოლოს ვთქვათ, რომ ჩინელებმა მატჩი რიცხობრივ უმცირესობაში დაასრულეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ჩვენ დღეს გუნდური სული ვაჩვენეთ. ბევრი ფიქრობს, რომ აქ ძალების დაზოგვითაა თამაში შესაძლებელი, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ასე არ არის. 90 წუთის
განმავლობაში არ გავჩერებულვართ და სხვანაირად რომ ყოფილიყო, იმ ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რომელიც დაფიქსირდა.

როგორც ჩინეთის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაში გუნდი მაქსიმალურ გეგმებს ისახავს და მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ამ დიდი გეგმების ნაწილი ვარ. გუნდში ყველა პირობაა იმისათვის შექმნილი, რომ ჩვენ წარმატებით ვითამაშოთ.

აზიის ჩემპიონთა ლიგას რომ თავი დავანებოთ, ჩინეთის პირველობაზეც დიდი ბრძოლები მოგვიწევს. პრაქტიკულად, ყველა გუნდის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. თუ ასე გაგრძელდა, ვარსკვლავების რაოდენობით ჩინეთის ჩემპიონატი მალე წამყვან ევროპულ პირველობებს აღარც კი ჩამორჩება." - თქვა ჰალკმა.

ბრაზილიელი ვარსკვლავის მიერ გატანილი გოლის ხილვა ერთ რამედ ღირდა. ჰალკმა ბურთი მიიღო და უძლიერესი შორეული დარტყმით კორეელთა კარის "ცხრიანში" შეაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული