La Nacion: ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა

AutoSharing Option
არგენტინული გამოცემის, La Nacion-ის ცნობით, ლიონელ მესი ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში არგენტინის ნაკრების მარცხის შემდეგ ჩილეს ნაკრებთან "ალბისელესტეს" კაპიტანმა ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

- კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]

გამოცემა მესის ნაკრებში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ლიონელ მესის ნაკრებში თანაგუნდელის სიტყვებზე დაყრდობით ავრცელებს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.

"მესი დაბრუნდება. მას უკვე სურს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგება".

შეგახსენებთ, რომ მესის მიერ ნაკრებიდან წასვლის გამოცხადების შემდეგ ერთბაშად 6-მა ფეხბურთელმა გამოაცხადა ნაკრებში კარიერის
დასრულებაზე.

- 6 ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების დატოვებას აპირებს

მესის განცხადების შემდეგ უამრავმა ცნობილმა ფეხბურთელმა და ადამიანმა მოუწოდა 5 "ოქროს ბურთის" მფლობელს, გადაწყვეტილება შეეცვალა.

- არგენტინის პრეზიდენტმა ლიონელ მესის დაურეკა და ნაკრებში დარჩენა სთხოვა

ამასთან ერთად, მესის ძეგლიც კი გაუხსნეს და ბუენოს აირესში მესის დაბრუნების თხოვნით მიტინგებიც კი იმართებოდა.

- ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
- მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვისაც მესის წასვლა გაგიხარდათ საერთოდ ფეხბურთს რატომ უყურებთ ან რა შეხება გაქვთ მასთან. ჩემი აზრით ტოტალიზატორი და რამდენიმე ლარიანი ბილეთი და ფეხბურთი წყალსაც წაუღია არა? შვაინშტაიგერი რომ ჩამოვა იქნება აქცია გამართოთ და ყველა ერთად ემთხვიოთ "შვაინ" ფეხებზე. ბათუმში ბევრი სახლები შენდება თურმე და "სვარკის" ყურება თურმე უფასოა და შეგიძლიათ იქ შეიკრიბოთ. მესი სანამ ფეხბურთს თამაშობს ნებისმიერი დიდი ტურნირი მის გარეშე ჩვეულებრივი "კომედი შოუ" იქნება და მეტი არაფერი.
.........
16:50 04-07-2016
0
batumidan-ს
ynwa-ს
ოღონდ თქვენ არ ინერვიულოთ და სულ წავა ფეხბურთიდან :D
Akaki
16:25 04-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული