არგენტინის პრეზიდენტმა ლიონელ მესის დაურეკა და ნაკრებში დარჩენა სთხოვა

AutoSharing Option
არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი ტელეფონით პირადად დაუკავშირდა ლიონელ მესის, რომელმაც კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში წაგების შემდეგ ეროვნული გუნდის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]

პრეზიდენტმა "ბარსელონას" ვარსკვლავს ამ გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა. ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ის ამაყია ტურნირზე არგენტინელთა გამოსვლის გამო, მესის კი ურჩევს, ყურადღება არ მიაქციოს კრიტიკას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში გამართულ კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრები ფინალში ჩილესთან პენალტების სერიაში (2:4) დამარცხდა, ერთ-ერთი დარტყმა კი
არაზუსტად ლიონელ მესიმ შეასრულა.

მომზადებულია Agence France-Presse-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული