6 ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების დატოვებას აპირებს

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებში კარიერის დასრულება ლიონელ მესის განცხადების შემდეგ ერთბაშად 6 ფეხბურთელს სურს.

- მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის

ESPN-ის ცნობით, ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განცხადების გაკეთებას გონსალო იგუაინი, ესეკიელ ლავეცი, ლუკას ბილია და ანხელ დი მარია აპირებენ.

101greatgoals.com-ის ინფორმაციით კი, სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებენ ასევე ხავიერ მასკერანო და სერხიო აგუერო.

მასკერანოსა და აგუეროს ზედიზედ სამი ფინალი აქვთ წაგებული ნაკრებთან ერთად.

32 წლის მასკერანო ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა. მის ანგარიშზე 129 მატჩში გატანილი 3 გოლია. 28 წლის
აგუერომ 76 მატჩში 33 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებთან კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში მარცხის შემდეგ ლიონელ მესიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

- კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოიყვანონ ნორმალური მწვრთნელი და შედეგიც იქნება . სიმეონე გყავდეს ქვეყანას და რაღაც უაზრო ექსპერიმენტებს ატარებდე , არ ვიცი ტვინი სად უნდფა გქონდეს დაკარგული ?!
zaza
12:05 27-06-2016
0
ეს იქნება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება და რაც ვთავარია დააკლდება ფეხბურთს,მერე რა რომ არ უმართლებთ ნაკრებში,იქნება და მოვა დრო გაუმართლებტ ალბათ ესეა ეხლა საჭირო,არ შეიძლება ამ ფეხბურთელების ნაკრებიდან წასვლა
vasikobasiladze
11:53 27-06-2016
0

სიახლეები პოპულარული