დიეგო მილიტომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ყოფილმა ფორვარდმა დიეგო მილიტომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ბოლოს 36 წლის მილიტო მშობლიურ "რასინგში" თამაშობდა.

"ყოველთვის მინდოდა, კარიერის "რასინგის" მაისურით დასრულება. მადლობა "სარაგოსას", "ჯენოას" და "ინტერს", რომელთა რიგებშიც ასევე მითამაშია, მაგრამ ჩემი სახლი "რასინგია". ძალიან კარგი კარიერა მქონდა, ამისთვის კი ბევრი შევწირე", - განაცხადა მილიტომ.

მილიტოსთვის საუკეთესო 2010 წელი იყო, როცა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ხუთი ტიტული მოიგო (სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). იმ წელს მილიტო იტალიაში წლის ფეხბურთელად და ჩემპიონთა
ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

არგენტინის ნაკრებში მილიტომ 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მისმა უმცროსმა ძმამ, გაბრიელ მილიტომ (35 წლისაა) კარიერა ოთხი წლის წინათ დაასრულა და ახლა "ინდეპენდიენტეს" თავკაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული