პსჟ "სევილიის" ხარჯზე ძლიერდება

AutoSharing Option
უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენი" ახალწვეულების გაფორმებით არის დაკავებული - ჯერი ევრო 2016-ის ვარსკვლავებზეც მიდგა.

1-ელ ივლისს პსჟ-მ ატემ ბენ-არფა გაიფორმა, რომელიც დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა.

29 წლის ბენ-არფა "ნიცას" მოელაპარაკა და თავისუფალი აგენტი გახდა. შემდეგი ნაბიჯი თითქოს, "სევილიაში" გადასვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად, ბენ-არფა პსჟ-ში აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა "სევილიის" პოლონელი ნახევარმცველის, გჟეგოჟ კრიხოვიაკის გადასვლა პარიზულ კლუბში. 26 წლის ფეხბურთელმა პსჟ-სთან 2021 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

შეგახსენებთ, რომ კრიხოვიაკი 2014 წელს ანდალუსიაში ფრანგული "რეიმსიდან" გადავიდა. ესპანური მედია ამტკიცებს, რომ
პსჟ-მა კრიხოვიაკის სანაცვლოდ 26 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამით პსჟ-ის გაძლიერება არ დასრულებულა - "ბრიუგეს" 24 წლის ბელგიელი მცველი თომას მონიე პარიზულ კლუბში გადავიდა. მისი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი. მონიემ "ბრიუგეში" 198 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასიც გააკეთა. მან ევრო 2016-ზე კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული