ანდრე-პიერ ჟინიაკი შესაძლოა რუსეთში აღმოჩნდეს

AutoSharing Option
ანდრე-პიერ ჟინიაკს "მარსელთან" მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და როგორც ჩანს, "ველოდრომზე" დარჩენას არ აპირებს.

29 წლის ფორვარდს შემოთავაზებები ინგლისიდან, იტალიიდან, თურქეთიდან... აქვს, მაგრამ დიდი შანსია, მატიო ვალბუენას კვალს გაჰყვეს და კარიერა რუსეთში გააგრძელოს.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოსკოვის "დინამო" მას თვეში 300 ათას ევროს სთავაზობს, რაც ყველაზე სარფიანი წინადადებაა, რომელიც ჟინიაკმა აქამდე მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული