მჩ 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. E ჯგუფი: ლევანდოვსკი რონალდოს დაეწია

AutoSharing Option
10 ივნისს E ჯგუფში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამი შესარჩევი მატჩი გაიმართა.

რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ თრიკის წყალობით, პოლონეთის ნაკრებმა 3:1 მოუგო რუმინეთს და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს ჯგუფს. ლევანდოვსკიმ სამიდან ორი გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და შესარჩევი ციკლის ბომბარდირ კრიშტიანო რონალდოს (პორტუგალია) დაეწია 11 გოლით.

დანიის ნაკრებმა სტუმრად 10-კაციან ყაზახეთს 3:1 მოუგო, ხოლო ჩერნოგორიამ სტეფან იოვეტიჩის ჰეთ თრიკის წყალობით, სომხეთს დიდი ანგარიშით მოუგო - 4:1.

შაბათი. 10 ივნისი
ყაზახეთი-დანია 1:3
გოლები: 0:1 იორგენსენი (27), 0:2 ერიქსენი (50-პენ), 1:2 კუატი (76), 1:3 დოლბერგი
(81)
გაძევება: ისლამხანი (43. ყაზახეთი)

ჩერნოგორია-სომხეთი 4:1
გოლები: 1:0 ბეჩირაი (2), 2:0 იოვეტიჩი (28), 3:0 იოვეტიჩი (54), 4:0 იოვეტიჩი (82), 4:1 კორიანი (89)

პოლონეთი-რუმინეთი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (29), 2:0 ლევანდოვსკი (57), 3:0 ლევანდოვსკი (62-პენ), 3:1 სტანჩუ (77)

თ მ ფ წ ბ ქ
1. პოლონეთი 6 5 1 0 15-7 16
2. ჩერნოგორია 6 3 1 2 14-7 10
3. დანია 6 3 1 2 10-6 10
4. რუმინეთი 6 1 3 2 7-7 6
5. სომხეთი 6 2 0 4 7-14 6
6. ყაზახეთი 6 0 2 4 4-16 2

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული