"ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სტეფანო პიოლისთან ერთად, გუს ჰიდინკიც განიხილება

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავარი პრეტენდენტები გუს ჰიდინკი და სტეფანო პიოლი არიან. ამის შესახებ იტალური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

იქამდე კი, სანამ ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნება, უახლოეს მატჩებში: ევროპალიგაზე "საუთჰემპტონთან", ხოლო სერია A-ში "კროტონესთან", "ინტერს" ახალგაზრდული გუნდის თავკაცი სტეფანო ვეკი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ახლახან ფრანკ დე ბურმა დატოვა. ამჟამად გუნდს იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავია.

ჰიდინკი ბოლოს ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდა, პიოლი კი - რომის "ლაციოში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული