სავარაუდო ტრანსფერი: ხავიერ მასკერანო "იუვენტუსში" გადადის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ "იუვენტუსმა" "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო გადაიბიროს.

ითქვა ისიც, რომ ტურინულმა გრანდმა 31 წლის უკანახაზელთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი მზადაა, რომ კარიერა იტალიაში გააგრძელოს. "იუვენტუსი" ხავიერს 3-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს და გაცილებით დიდ ხელფასს, ვიდრე "ბარსაში" იღებს. სწორედ ფინანსური მოტივით სურს არგენტინელს კლუბის გამოცვლა და როგორც ჩანს, ტურინული ვარიანტი მისთვის ყოველმხრივ მისაღებია.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მასკერანო ცალი ფეხით ტურინშია და ტრანსფერის გაჩარხვამდე ფორმალობებია დარჩენილი. ჯერჯერობით, არც თავად ფეხბურთელს და არც
"ბარსელონას" მესვეურებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები ლევან
0
მაგარი ტრანსფერი იქნება იუვესთვის. მასკე დაცვის ცენტრს და საყრდენებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მითუმეტეს ბარძალი ასაკშია და ჯორჯო ხშირად ტრავმიანობს...
levan
11:56 26-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული