"ინტერი": კონდოგბია დი მარიას ხურდაში

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს "გაძეტა დელო სპორტი", რომლის მიხედვითაც, "ინტერს" ანხელ დი მარიას გადაბირება სურს და მზადაა, პსჟ-ს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო და ჟოფრეი კონდოგბია შესთავაზოს.

29 წლის არგენტინელი საფრანგეთიდან აბარგებას ლამობს და შესაძლოა, "ინტერი" მისთვის მისაღები ვარიანტი იყოს.

"ინტერი" შეტევის გაძლიერებას აპირებს და აქცენტს გარემარბებზე აკეთებს - მით უმეტეს, მილანური კლუბი შესაძლოა, ივან პერიშიჩმა დატოვოს. ხორვატის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული და მზადაა, ბალკანელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული