დი მარია ყოფილ გუნდში ბრუნდება - შეთანხმება უკვე შედგა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომას ინფორმაციით, ანხელ დი მარია კარიერას "ბენფიკაში" განაგრძობს.

ლისაბონელები ვეტერან არგენტინელთან ტრანსფერის ფორმალურ მხარეებს აგვარებენ და უახლოეს დღეებში გვაუწყებენ, რომ 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გასული სეზონი ტურინის "იუვენტუსში" გაატარა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ინფორმაციისთვის, დი მარია "ბენფიკაში" 2007/10 წლებში უკვე თამაშობდა და შემდეგ მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დაუფასებელი პირველ რიგში
Zellllll
03:28 22-06-2023
0
ყველაზე დაუფასებელი და ერთ ერთი ყველაზე მშრომელი და მებრძოლი ფეღბურთელი ფეღბურთის ისტორიაში ჩემი აზრით
Zellllll
03:27 22-06-2023
0

სიახლეები პოპულარული